1. კურო - კურო ძლიერი და სტაბილურია და მას არ უყვარს ცვლილებები. გაურბის სიახლეებს, რადგანაც ეშინიათ სტაბილურობის დაკარგვის. კუროები კომფორტულად გრძნობენ თავს ისე, როგორც არიან, აბედნიერებთ ის, რასაც აკეთებენ. ისინი ყველა ღონეს იხმარენ იმისთვის, რომ ცვლილებები თავიდან აირიდონ.

2. კირჩხიბი - კირჩხიბები ზოგადად ემოციურად გაუწონასწორებლები არიან, ცვლილებები კი კიდევ უფრო მეტ ემოციურ გაუწონასწორებლობას იწვევს, ამიტომ, ისინი ერიდებიან ცვლილებებს. ცვლილებები კირჩხიბებისთვის არასტაბილურობას და საკუთარი თავის დაკარგვას ნიშნავს.

3. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ლიდერები არიან, მათ ლიდერობის, ავტორიტეტის დაკარგვის ეშინიათ და ამიტომაც, ერიდებიან ცვლილებებს, ურჩევნიათ იყონ იქ, სადაც არიან, სამაგიეროდ კი გავლენა ჰქონდეთ გარშემომყოფებზე.

4. სასწორი - ის ზოდიაქოს კიდევ ერთი ნიშანია, რომელსაც სძულს ცვლილებები. მისთვის ცვლილება ახალ ბარიერებთანაა დაკავშირებული და ბრძოლა უბრალოდ ეზარება.

5. თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრებაში რაიმის შეცვლა. ისინი მკაცრად მიჰყვებიან წესებს და არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევენ მათ.

6. თევზები - თევზები ფიქრობენ, რომ თუ რაიმეს შეცვლიან, მათი ცხოვრება უარესობისკენ წავა. სწორედ წარუმატებლობის შიშის გამო თევზებს ურჩევნიათ მშვიდად იყონ იქ, სადაც არიან და მიჰყვნენ ცხოვრებას ყოველგვარი ცვლილებების გარეშე.