LIFE

როგორ უნდა მოიქცეთ საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

როგორ უნდა მოიქცეთ საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. ვერძი - საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ საუკეთესო თერაპია უსასრულო ლაპარაკია, ლაპარაკი ყოფილის შესახებ, საუბარი დაშორების მიზეზებზე. ეს შვებას მოგგვრით და დარდის დავიწყებაში დაგეხმარებათ.

2. კურო - დაშორების შემდეგ ის, რაც ყველაზე მეტად გეხმარებათ სტრესის დაძლევაში, შოპინგია. შეგიძლიათ მღელი დანაზოგი დახარჯოთ. იყიდეთ, ახალი ტელეფონი, ახალი სამოსი. იცხპვრეთ მდიდრული ცხოვრებით, რამდენადაც შესაძლებელია.

3. ტყუპები - რა თქმა უნდა, ასეთ დროს ყველაზე მეტად თავბრუდამხვევი, ხალხმრავალი და მხიარული წვეულება დაგეხმარებათ. რატომ უნდა იდარდოთ ყოფილზე, როცა შეგიძლიათ ცხოვრებით დატკბეთ?!

4. კირჩხიბი - საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ კონცენტრირდით საკუთარ თავზე, საკუთარ საჭიროებებზე. დაალაგეთ სახლი, გამოაცხვეთ რაიმე, დაპატიჟეთ მეგობრები. ასე ნეგატივს მოიშორებთ და უარყოფითი ენერგიის განდევნას შეძლებთ.

როგორ უნდა მოიქცეთ საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

5. ლომი - დაშორების შემდეგ უფრო აქტიურები უნდა გახდეთ. დაწერეთ რაიმე, ბლოგი, ან ჩაწერეთ ვიდეო და გაარეკლამეთ. ამით საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობთ. ყურადღება კი ისაა, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ.

6. ქალწული - იმის მაგივრად, რომ დღეები ტირილში გაატაროთ, სჯობს კროსვორდების ამოხსნა დაიწყოთ და რაიმე თავსატეხებს ჩაუჯდეთ, ეს რთული პერიოდის დაძლევაში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ.

7. ქალწული - გადაერთეთ სხვა ადამიანებზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრს მოსწონხართ. ახალ ადამიანებთან ფლირტი დაშორების შემდეგ ყველაზე მეტად დაგეხმარებათ დეპრესიის დაძლევაში.

როგორ უნდა მოიქცეთ საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

8. მორიელი - დაშორების შემდეგ მხოლოდ კი არ წაშალოთ სოციალური ქსელებიდან თქვენი ყოფილი პარტნიორი, არამედ დაბლოკეთ კიდეც. ასევე დაბლოკეთ მისი ტელეფონის ნომერიც. გააქრეთ ყველაფერი, რაც მის თავს გახსენებთ. მხოლოდ ასე დაივიწყებთ ყოფილ პარტნიორს.

9. მშვილდოსანი - საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ წადით ქვეყნიდან. უარი თქვით ყველაფერზე, იყიდეთ თვითმფრინავის ბილეთი და სხვა ქვეყანას მიაშურეთ. მოგზაურობა ასეთ დროს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

10. თხის რქა - დაშორების შემდეგ სჯობს კიდევ უფრო მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ სამსახურს, კარიერას. ეს დარდის დავიწყებაში დაგეხმარებათ.

როგორ უნდა მოიქცეთ საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

11. მერწყული - ნუ შეხედავთ დაშორებას ზედმეტად დრამატულად. უფრო მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად. ნუ დარჩებით რთულ მომენტში მარტო და მოემზადეთ ფსიქოლოგიურად ახალი სასიყვარულო ურთიერთობისთვის.

12. თევზები - თქვენ სხვა სამყაროს ეკუთვნით, განშორებაზე ფიქრიც კი ვერ წარმოგიდგენიათ და როცა საყვარელ ადამიანს შორდებით, გიჭირთ ტკივილთან გამკლავება. საუკეთესო მეთოდი ტკივილს დასავიწყებლად და დეპრესიის დასაძლევად დიდხანს ძილი და ხანდახან წვეულებებზე სიარულია.



<a href="https://www.vice.com" target="_blank">https://www.vice.com</a>