LIFE

ცუდ ხასიათზე მყოფი და მოჩხუბარი ქალი მამაკაცს უფრო ჯანსაღს ხდის - აჩვენეთ თქვენი „ბნელი მხარე“

ცუდ ხასიათზე მყოფი და მოჩხუბარი ქალი მამაკაცს უფრო ჯანსაღს ხდის - აჩვენეთ თქვენი „ბნელი მხარე“

კაცების დიდ ნაწილს არ მოსწონს, როცა საყვარელი ქალი რაღაცას მიუთითებს, ასწავლის, საყვედურობს, ნეგატიურ განწყობაზეა, მის გაკონტროლებას ცდილობს და გამუდმებით აკრიტიკებს. თქვენი გვესმის, მაგრამ შეგიძლიათ ყველაფერს მოუძებნოთ დადებით მხარე.

 როგორც ახალმა კვლევამ გამოავლინა, ასეთი ქალი ძლიერი პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევა და რეალურად, კაცისთვის ძვირფასი თილისმაა, რადგანაც კვლევის თანახმად, მსგავსი პიროვნული მახასიათებლების ადამიანის გვერდით მყოფი მამაკაცი უფრო ჯანმრთელი.

ვნახოთ, რა სარგებელი მოაქვს მამაკაცისთვის ასეთ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობას:

1. ცუდი ხასიათის მქონე ადამიანისგან დიდი სარგებელია - მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ნეგატიური ხასიათის მქონე ქალთან ურთიერთობა დიაბეტის გაჩენის რისკს ამცირებს და მამაკაცს უფრო ჯანმრთელს ხდის.

ცუდ ხასიათზე მყოფი და მოჩხუბარი ქალი მამაკაცს უფრო ჯანსაღს ხდის - აჩვენეთ თქვენი „ბნელი მხარე“

2. როგორ ჩატარდა კვლევა - კვლევაში ჩართული იყო 1 228 წყვილი. წყვილებს სთხოვეს გამოეხატათ, თუ რამდენად კმაყოფილები იყვნენ თანაცხოვრებით, ურთიერთობით, რამდენად ბედნიერად გრძნობდნენ თავს პარტნიორის გვერდით და ატარებდნენ, თუ არა თავისუფალ დროს ერთად. მათ ასევე უპასუხეს კითხვებს ნდობისა იმის იმის შესახებ, თუ რამდენად გახსნილები და გულწრფელები იყვნენ ერთმანეთთან. ასევე, შეისწავლეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ცუდ ხასიათზე მყოფი და მოჩხუბარი ქალი მამაკაცს უფრო ჯანსაღს ხდის - აჩვენეთ თქვენი „ბნელი მხარე“

3. კვლევამ ქალებსა და მამაკაცებში განსხვავებული შედეგები აჩვენა - კონკრეტულად კი, ქალებში, რომლებიც ცხოვრობდნენ უფრო პოზიტიურ გარემოში, ჰყავდათ მშვიდი პარტნიორი, დიაბეტის გაჩენის შანსი მცირი იყო. მკვლევარები ამბობენ, რომ ქალების მეტაბოლურ ჯანმრთელობაზე მშვიდ მამაკაცთან ურთიერთობას უდიდესი პოზიტიური გავლენა აქვს.

ცუდ ხასიათზე მყოფი და მოჩხუბარი ქალი მამაკაცს უფრო ჯანსაღს ხდის - აჩვენეთ თქვენი „ბნელი მხარე“

4. მამაკაცების შემთხვევაში კი, ყველაფერი პირიქითაა - მათთვის, მათი ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლო კაპასი ქალის გვერდით ყოფნაა. ისეთი ქალის გვერდით, რომელსაც მოსწონს ყველაფრის კონტროლი, მუდამ აკრიტიკებს პარტნიორს.

ცუდ ხასიათზე მყოფი და მოჩხუბარი ქალი მამაკაცს უფრო ჯანსაღს ხდის - აჩვენეთ თქვენი „ბნელი მხარე“

5. ეს არ ნიშნავს, რომ პარტნიორთან კონფლიქტი უნდა გქონდეთ - მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთ ქალთან ურთიერთობის დროს, მამაკაცის სისხლში შაქრის დონე მუდამ რეგულირებულია. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მსგავსი შედეგი არ მოაქვს კონფლიქტურ ურთიერთობებს. ეს არის შედეგი მკაცრი, კონტროლისა და კრიტიკის მოყვარულ ქალთან ურთიერთობის, რომელიც თავის ხისტ ხასიათს კონფლიქტის გარეშე ავლენს.

ცუდ ხასიათზე მყოფი და მოჩხუბარი ქალი მამაკაცს უფრო ჯანსაღს ხდის - აჩვენეთ თქვენი „ბნელი მხარე“

6. ინტელექტის ნიშანი - კვლევის თანახმად, მკაცრი, კრიტიკისა და კონტროლის მოყვარული ქალები სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ისინი არიან ჭკვიანები და ინტელექტუალები. საქმე ისაა, რომ ეს ქალები ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ, გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ფიქრობენ და ყველაფერს აანალიზებენ. გარდა ამისა, მათ იციან, როგორ უნდა თქვან მთავარი სათქმელი ეფექტურად და დამაჯერებლად.

7. ცუდი ხასიათი ბნელი მხარე - ასეთ ქალს, შესაძლოა, ჰქონდეს უპირატესობა გადაწყვეტილების მიღების დროს და სხვადასხვა საკითხებში, თუმცა კვლევის ავტორი ხუან მანუელ რომერო წერს, რომ ასეთი ადამიანები წონაში სწრაფად იმატებენ. ადამიანები, რომლებიც მუდამ ცუდ განწყობაზე არიან, ზედმეტ კილოგრამებს სწრაფად იმატებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ორგანიზმში ადრენალინისა და კორტიზოლის დონე დაბალია



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>