LIFE

მამაკაცის 8 ჩვევა, რომელმაც თქვენთან ურთიერთობის ინტერესი დაკარგა

მამაკაცის 8 ჩვევა, რომელმაც თქვენთან ურთიერთობის ინტერესი დაკარგა

ადამიანების დიდ ნაწილს გამოცდილი აქვს რომანტიკულ ურთიერთობაში წარუმატებლობა. ურთიერთობის დასაწყისში, აღფრთოვანებულები ვართ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ინტერესს ვკარგავთ. მსგავსი რამ ემართებათ როგორც ქალებს, ასევე კაცებს. ფსიქოლოგები წარმოგვიდგენენ მამაკაცის რვა ჩვევას, რომელიც იმის მანიშნებელია, რომ მან თქვენთან ურთიერთობის ინტერესი დაკარგა.

1. როცა გკოცნით, გრძნობთ, რომ ვნება, ცეცხლი მასში აღარ არის - ურთიერთობაში არის დრო, როცა საყვარელი მამაკაცისგან, კოცნის დროს, საოცარი ვნება მოდის, მაგრამ დრო გადის და ყველაფერი თანდათან უფერულდება. მისი კოცნაც სხვანაირი ხდება.

მამაკაცის 8 ჩვევა, რომელმაც თქვენთან ურთიერთობის ინტერესი დაკარგა

2. ის არ გეგმავს შემდეგ შეხვედრას, შემდეგ პაემანს - თუ ხედავთ, რომ ეს საკითხი საერთოდ არ ადარდებს, არაფერს ამბობს მომდევნო შეხვედრის შესახებ, არ გეგმავს თქვენ გვერდით შვებულების გატარებას, არანაირ სამომავლო გეგმას არ გიკავშირებთ, ვწუხვართ, რომ ცუდი რამ უნდა ვთქვათ, მაგრამ ეს იმის მანიშნებელია, მას თქვენ მიმართ ინტერესი აღარ აქვს.

მამაკაცის 8 ჩვევა, რომელმაც თქვენთან ურთიერთობის ინტერესი დაკარგა

3. ის უგულებელყოფს თქვენს მესიჯებს - როცა კაცი ურთიერთობის ინტერესს კარგავს, ის აღარ გპასუხობთ შეტყობინებებზე, ან ყოველთვის საათების შემდეგ გწერთ. ეს მიუთითებს, რომ მისთვის თქვენ ურთიერთობაზე პრიორიტეტული სხვა საკითხებია. ყოველივე იმის მანიშნებელია, რომ ურთიერთობაში პრობლემებია.

მამაკაცის 8 ჩვევა, რომელმაც თქვენთან ურთიერთობის ინტერესი დაკარგა

4. ის ცდილობს ჩაგიშალოთ გეგმები, რომელიც დროის მასთან და მისივე მეგობრებთან ერთად გატარებას ითვალისწინებს - იყო დრო, როცა მოსწონდა მოსწონდა ასეთი შეკრებები, მაგრამ ახლა, ყოველივე აღარ ხიბლავს. ეს კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ თქვენთან ურთიერთობა აღარ სურს.

მამაკაცის 8 ჩვევა, რომელმაც თქვენთან ურთიერთობის ინტერესი დაკარგა

5. თავს არიდებს ურთიერთობაზე საუბარს - მსგავს საუბრებს გაურბის, ცდილობს თავისუფალი დრო სხვა გარემოცვაში გაატაროს.

მამაკაცის 8 ჩვევა, რომელმაც თქვენთან ურთიერთობის ინტერესი დაკარგა

6. ხშირად ამჩნევთ, რომ ინტერესს იჩენს სხვა ქალების მიმართ - მას ვეღარ ენდობით. როცა თქვენ გვერდითაა, მაშინაც კი, თამამად კავდება სხვა ქალებთან ფლირტით. სამწუხაროდ, ეს მიანიშნებს, რომ მას თქვენთან ურთიერთობა აღარ სურს.

მამაკაცის 8 ჩვევა, რომელმაც თქვენთან ურთიერთობის ინტერესი დაკარგა

7. მუდამ ცუდ ხასიათზეა - აღარ გიზიარებთ თავის შეხედულებებს, დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხებისადმი. ბევრი საიდუმლო აქვს. თქვენ გვერდით მუდამ ცუდ ხასიათზეა.

მამაკაცის 8 ჩვევა, რომელმაც თქვენთან ურთიერთობის ინტერესი დაკარგა

8. ხშირად უმიზეზოდ გეჩხუბებათ - მუდამ გსაყვედურობთ და უმიზეზოდ გეჩხუბებათ. ყველაფერი, რასაც ამბობთ, აღიზიანებს. ეს უტყუარი მანიშნებელია, იმისა, რომ თქვენ გვერდით ყოფნა არ სურს. 

მამაკაცის 8 ჩვევა, რომელმაც თქვენთან ურთიერთობის ინტერესი დაკარგა



<a href="https://thepowerofsilence.co">https://thepowerofsilence.co</a>