ზაფხული დასვენების, განტვირთვის გართობის ეტაპია. ადამიანების დიდი ნაწილი ამ დროს სამოგზაუროდ მიდის. რა შეიძლება იყოს შვებულების კომფორტულად გასატარებლად ყველაზე კომფორტული სამოსი, გარდა შორტებისა?! ვნახოთ, როგორ სტილს გვთავაზობენ დიზაინერები და როგორი შორტები იქნება ყველაზე ტრენდული 2019 წლის ზაფხულში.

1. მოდაშია მაღალწელიანი, თეთრი და ზოლებით გაფორმებული შორტი.


2. მაღალწელიანი შორტი, რომელსაც წელზე შარფი უნიკალურ ელფერს აძლევს.

3. როგორც ხედავთ, მაღალწელიანი სამოსი მთავარი ტენდენციაა. ეს კი, კიდევ ერთი ტრენდული შორტია, ცისფერი ზოლებით.

4. თხელი, თავისუფალი სტილის შორტი, ქამრით.

5. კლასიკური სტილის, შავი შორტი, რომელიც იდეალურია ზაფხულის წვეულებებისთვის.

6. ტრენდული თეთრი შორტი, კიდევ ერთი კლასიკური სტილი.

7. ვარდისფერი შორტი, რომელიც იდეალურია ზღვის სანაპიროსთვის.

8. ე.წ. კაბა-შორტი ზაფხულის მთავარი ტენდენცია იქნება.

9. რა თქმა უნდა, ჯინსის შორტები.

10. ტრენდულია თავისუფალი სტილის, ფერადი, ყვავილების პრინტით გაფორმებული შორტები.