1. ორსული ქალები უნდა იკვებებოდნენ „ორი ადამიანის მაგივრად“

აშშ-ს მედიცინის ინსტიტუტი ამტკიცებს, რომ თუ ქალს ჯანმრთელი წონა აქვს, მაშინ პირველ ტრიმესტრში დამატებითი კალორიები არ არის საჭირო. მეორე ტრიმესტრში სასურველია დაუმატოთ რაციონს 340 კკალ დღეში, მესამეში - დაახლოებით 450. ეს უდრის 2 ჭიქა კეფირს მცირე რაოდენობის მზესუმზირასთან ან ბუტერბროდს ყველთან ერთად.

2. ექოსკოპია მავნეა ბავშვის ჯანმრთელობისთვის

ჯანდაცვის სამინისტროს ნორმატივების თანახმად ორსულობის ნორმალური განვითარების დროს ექოსკოპია კეთდება 3-ჯერ - თითო ყოველ სემესტრში. ექოსკოპია დაფუძნებულია არაიონიზირებელ გამოსხივებაზე, ამიტომ არ გააჩნია ისეთივე რისკები, როგორც, მაგალითად, რენტგენის სხივებს. ულტრაბგერითი გამოკვლევა გვაძლევს საშუალებას გამოვრიცხოთ გარე ორსულობა, გავიგოთ ნაყოფის შესაძლებელი პათოლოგიების შესახებ და ვუშველოთ როგორც ქალს, ასევე მის ბავშვს.

3. პირველი ბავშვი უნდა გააჩინოთ 30 წლამდე

თუ 30 წლის ქალი უვლის საკუთარ თავს, სწორად იკვებება, დაკავებულია სპორტით და რეგულარულად გადის პროფილაკტიკურ დათვალიერებას გინეკოლოგთან, გართულებების რისკი მას უფრო მაღალი არ აქვს, ვიდრე 20 წლის მომავალ დედას. ბავშვის პათოლოგიები და ორსულობის პერიოდი დაკავშირებულია ჩვენი სხეულის მდგომარეობასთან, და არა ბიოლოგიურ ასაკთან. ტეხასელი ექიმის ჯონ მირუოსკის მეცნიერული კვლევის შედეგების მიხედვით ჯანმრთელი ბავშვის გასაჩენად ოპტიმალური ასაკია - 34 წელი.

4. სექსი ორსულობის დროს შეიძლება მავნე იყოს ბავშვისთვის

თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, მაშინ ინტიმური კავშირი არანაირ ზიანს არ მიაყენებს პატარას. პირიქით, რეგულარული სქესობრივი ცხოვრება სასურველია, რადგან არა მხოლოდ ხელს უწყობს მენჯის კუნთების გამაგრებას, არამედ ანიჭებს დადებით შეგრძნებებს მომავალ დედას. ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა კი ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.

5. ორსულისთვის არ შეიძლება თმისა და ფრჩხილების შეღებვა

იყოთ ლამაზები და მოვლილები ორსულობის დროს სრულიად რეალურია. საიდუმლო იმაშია, რომ საგულდაგულოდ უნდა შეამოწმოთ პროდუქტის შემადგენლობა. თუ კომპონენტებს შორის იპოვნით ტოლუოლს, ფორმალდეგიდს, ქაფურს, ამიაკს ან რეზორცინს, უმჯობესია გადადოთ საშუალება ბავშვის დაბადებამდე. ცნობილი ბრენდების ხარისხიანი თანამედროვე კოსმეტიკა არ შეიცავს სახიფათო ნივთიერებებს, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება.

6. მესამე ტრიმესტრში საჭიროა დალიოთ ნაკლები წყალი

ადრე მესამე ტრიმესტრში ურჩევდნენ დაელიათ ნაკლები წყალი, რათა არ გამოეწვია შეშუპება. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ შეშუპებაც, და ჭარბწყლიანობაც მშობიარობის დროს არ არის დაკავშირებული იმასთან, რამდენ წყალს სვამს ქალი. პირიქით, წყლის საკმარისი რაოდენობა ეხმარება მშობიარობას.