ქალი უკეთესი შეყვარებულია, თუ ის დანაყრებულია - მეცნიერული დასკვნა
- 09.06.2019
კაცის გული კუჭზე გადის - ხშირად გაგიგიათ ალბათ ეს ფრაზა და ვფიქრობთ, ზოგიერთი ეთანხმებით კიდეც. რეალურად კი, როგორც აღმოჩნდა, საჭმელი გავლენას მხოლოდ კაცების გრძნობებზე არ ახდენს. მას ქალებზეც აქვს გავლენა. თუ ჩვენი არ გჯერათ, ახლავე დაგიმტკიცებთ.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კარგად დანაყრებული ქალი უკეთესი შეყვარებულია და რომ სიყვარულსა და ჭამას შორის უდიდესი კავშირია. კვლევის ფარგლებში მშიერ ქალებს სთხოვეს აღეწერათ, თუ როგორ წარმოედგინათ რომანტიკული ურთიერთობა, ხოლო შემდეგ იგივე სთხოვეს ოღონდ ამჯერად, დანაყრებულებს.
კვლევამ აჩვენა, რომ ქალებმა სასიყვარულო ურთიერთობა უფრო რომანტიკულად აღწერეს, როცა დანაყრებულები იყვნენ. მეცნიერების თქმით, იმიტომ ხდება, რომ ადამიანი, როცა მშიერია, მას უბრალოდ არ შეუძლია სხვა საკითხებზე და მათ შორის, არც სიყვარულზე კონცენტრირება. მას უბრალოდ არ შეუძლია საჭმლის გარდა სხვა რამ წარმოიდგინოს. ხოლო როცა კუჭი სავსეა, ქალები მშვიდები არიან, საჭმელზე არ ფიქრობენ და სხვა საკითხებზე შეუძლიათ კონცენტრირება.
გარდა დანაყრებისა, სიყვარულზე გავლენას იხდენს ის, თუ რა საკვებს მიირთმევთ. მაგალითად, ტკბილ საკვებს განსაკუთრებით დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია რომანტიკულ ურთიერთობაზე. ტკბილი საკვები ადამიანებს ტკბილი სიტყვების თქმისკენ უბიძგებს.
ასევე, კვლევის მიხედვით, როცა ვინმეს საკვებს უნაწილებთ, ეს თქვენს შორის განსაკუთრებულ კავშირს აჩენს და თუ საყვარელი ადამიანის დასანაყრებლად გემრიელ კერძს მოამზადებთ, ამით პრაქტიკულად ურყევ სასიყვარულო კავშირს შექმნით. ეს არის შესაძლებლობა, რომ უჩვენოთ პარტნიორს, რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენთვის.
კვლევის მიხედვით, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა - პაემანი უფრო წარმატებული იქნება, თუ გემრიელ დესერტს მიირთმევთ. ამით ორ ადამიანს შორის განსაკუთრებული ქიმია გაჩნდება.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია