თუ პარტნიორების სიმაღლეში დიდი სხვაობაა, ისინი ძალიან ბედნიერები არიან - კვლევის შედეგი
- 13.06.2019
გიფიქრიათ, თუ რატომ მოსწონს ქალების დიდ ნაწილს მამაკაცი, რომელიც მასზე ბევრად მაღალია? რა თქმა უნდა, ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ასეთ შემთხვევაში მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს უფრო თამამად ჩაიცვამთ და იმაზე არ იდარდებთ, რომ პარტნიორზე მაღალი გამოჩნდებით, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის და ყოველივეს მეცნიერული ახსნა აქვს.
ახალი კვლევის მიხედვით, თუ რომანტიკულ პარტნიორებში მამაკაცი ქალზე გაცილებით მაღალია, ეს ურთიერთობის ბედნიერების განმსაზღვრელია.
შეუძლია თუ არა მაღალ კაცს ქალის გაბედნიერება? - ამ კითხვით მკვლევარებმა ინდონეზიელებს მიმართეს და კვლევაში ჩართული ქალებიდან 7850-ის პასუხი იყო „დიახ“. როცა ცოლ-ქმარს შორის კაცი ქალზე უფრო მაღალია, ეს ურთიერთობის ბედნიერების წინაპირობაა. ფსიქოლოგიურად დადგინდა, რომ მაღალ კაცებს ქალები უფრო სანდოდ და საიმედო პარტნიორებად მიიჩნევენ, რომლებსაც მათი ყველა სიტუაციაში დაცვა შეუძლიათ.
კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ მაღალი კაცები უფრო თავდაჯერებულები არიან. ამავდროულად, ქალები მაღალ კაცებს უფრო მომხიბვლელებად მიიჩნევენ, ხოლო მომხიბვლელი პარტნიორის გვერდით ყოფნა ქალს განსაკუთრებით აბედნიერებს.
ყოველივე არ ნიშნავს, რომ დაბალი მამაკაცის გვერდით ბედნიერი ვერ იქნებით და რომ დაბალი კაცები მომხიბვლელები არ არიან. ზემოთ მოცემული კვლევა ზუსტ მტკიცებულებად ვერ გამოდგება. მით უფრო, რომ 2010 წელს ჩატარებულმა კვლევამ საპირისპირო შედეგი აჩვენა. ამ კვლევის თანახმად, ქალებს დაბალი კაცები უფრო მომხიბვლელებად მიაჩნიათ.
მაგრამ ამავდროულად უნდა ითქვას, რომ 2010 წლის კვლევამაც ერთი რამ დაადასტურა - ბედნიერები არიან ის წყვილები, რომელთა შორისაც სიმაღლეში სხვაობაა - ქმარი დაბალი, ხოლო ცოლი მასზე მაღალია. შედეგად კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყვილის ბედნიერებაზე გავლენას ახდენს პარტნიორებს შორის სიმაღლეში სხვაობა. შესაძლოა, კაცი იყოს ქალზე მაღალი, ან პირიქით კაცი იყოს დაბალი და ქალი თავის პარტნიორზე უფრო მაღალი.
გავიხსენოთ ვარსკვლავური წყვილები, რომელთა შორისაც ქალი მაღალი, ხოლო კაცი დაბალია და მათ შორის განსაკუთრებული ქიმიაა:
1. ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი
2. კრისი ტეიგანი და ჯონ ლეჯენდი
3. ჰელენ ლასიჩანი და ფერლ უილიამსი
4. ბეჰატი პრინსლუ და ადამ ლევინი
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები
<a href="https://theheartysoul.com">https://theheartysoul.com</a>