ქართული კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოგზაურებს სამუშაო სივრცეში ეპატიჟებიან
- 08.07.2019
ახალი წამოწყება საქართველოში - workfromgeorgia პირველი ვირტუალური პლატფორმაა digital nomads-ისთვის - ადამიანებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ და ამავდროულად, მუშაობენ, სამუშაო სივრცის უფასოდ გასაზიარებლად. პროექტი უკვე აქტიურია და მზადაა დაარეგისტრიროს როგორც მოგზაურები, ასევე ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიებიც. ამ პლატფორმის მთავარი მიზანია, digital nomads-თვის შექმნილი ქსელის დახმარებით, ქართული ტურიზმის განვითარება.
პროექტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გვიყვება, თუ როგორ დაიბადა ეს იდეა:
“მოცემულ სიტუაციაში, როგორც ყველა ქართველი, ჩვენც ვფიქრობდით, თუ რა ხერხით შეგვეძლო ტურიზმის მხარდაჭერა. იდეა კი ჩვენი სამიზნე აუდიტორიისგან - ტურისტებისგან გაჩნდა. აღმოვაჩინეთ, რომ ტურისტების ერთ-ერთი სეგმენტი, ე.წ. Digital Nomads მოგზაურების სწრაფად მზარდი ჯგუფია. წარმოიშვა კითხვა, რატომ არ უნდა დავპატიჟოთ ეს ადამიანები ჩვენს სააგენტოში? კარგი ამბავი ის არის, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ახლა შეგვიძლია, ცუდი ამბავი კი თავისუფალი ადგილების სიმცირეა. ხოლო საუკეთესო ისაა, რომ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, ერთად დგომით კი ასობით და ათასობით სტუმრის გამასპინძლებას შევძლებთ.
ვირტუალური, საერთო სამუშაო სივრცე www.workfromgeorgia.com სრულიად უფასო პლატფორმაა, სადაც ნებისმიერი კომპანია, მცირე სტარტ-აპიდან დაწყებული, დიდი კორპორაციით დამთავრებული შეძლებს მასპინძლად დარეგისტრირებას. ყველა მოგზაური, ნებისმიერი ქვეყნიდან შეძლებს სამუშაო ადგილის დაჯავშნას და ჩვენთან დარჩენას. ეს იდეა მჭიდრო ბმაშია იმ სურვილებთან, რაც digital nomads აქვთ, პროფესიონალები, რომლებიც სამუშაოდ ერთ კონკრეტულ ლოკაციას არ ირჩევენ და ამის ნაცვლად მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოში მოგზაურობენ.
ეს წამოწყება, იდეალურია მოგზაურთა ამ ჯგუფისთვის, რადგან ეს ადამიანები აღარ ეძებენ ტრადიციულ ტურისტულ გამოცდილებას, არამედ ცდილობენ მიიღონ რაც შეიძლება ავთენტური გამოცდილება.
ინიციატივა - workfromgeorgia-ს მთელი მშვენიერებაც იმაშია, რომ ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. საქართველოს ბაზარზე არსებული კომპანიები სწორედ იმას გააკეთებენ რაც ქართველებს ყველაზე კარგად გამოსდით: კარს გაუღებენ და თავიანთ ოფისებში მოიპატიჟებენ სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მედია, ბლოგერები, ინფლუენსერები შემოგვიერთდებიან და ინფორმაციის გავრცელებაში დაგვეხმარებიან. გაერთიანებული ძალებით, საქართველო სტუმართმოყვარეობას საერთოდ ახალ სტადიაზე აიყვანს".
კომპანიები რომლებიც შეუერთდნენ workfromgeorgia-ს: Leavingstone, Windfor’s, Holmes & Watson, Saatchi & Saatchi, Mr. Wolf, Kraken, McCann, Mozaika, Elliot, BRID, JWT Metro, Gepra, ABK.
workfromgeorgia განსაკუთრებულ მადლობას უხდის Influence Georgia-ს კომუნიკაციის ნაწილის მხარდაჭერისთვის.
თემები: ტრენდი, Trend, workfromgeorgia, იმუშავე საქართელოდან, ტურიზმი, spend your summer in georgia
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია