26 სექტემბერს პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ისი-პარიმ“ ახალი მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად Hermès-ის საღამო გამართა.

აკაკი წერეთლის 79-ში მდებარე გრანდიოზული ფილიალი დისკოს ბურთებით, ვერცხლის წვიმებით, კაშკაშა კოქტეილებით და რაღათქმაუნდა, არომატული ნიმუშებით გააფორმეს: Hermès-ის ბესთსელერი სუნამო Twilly d’Hermes-ის ახალი ვერსია სახელად „წიწაკის წყალი“ საჩუქრად მოდის მოყვარულ გამორჩეულ ქართველ ქალბატონებს გადაეცათ.


ბრენდის წარმომადგენლების განმარტებით, Twilly d'Hermes Eau Poivree ჰერმესის გოგონების პიკანტური სულის ამსახველი არომატია. ახალი ინგრედიენტების — ვარდისფერი წიწაკის, პაჩულის და ვარდის შერწყმით პარფიუმერმა კრისტინ ნაჟელმა Twilly d’Hermes-ის უფრო მსუბუქი, წიწაკის ვერსია შექმნა.

ფოტო: Hermes.com

სუნამოს მწარე, ყვავილოვანი და ხის აკორდები ჰერმესის გოგონების ახალგაზრდულ სულს ასახავენ. „ჰერმესის გოგონები ბედნიერად ცურავენ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, საკუთარ რიტმს აწესებენ. მათ ახალგაზრდულ სულს Twilly d'Hermes Eau Poivree -ის სახით ახალი არომატი მივუძღვენი“, — განაცხადა კრისტინ ნაჟელმა. შეგახსენებთ, რომ პარფიუმერი Hermès-ის მოდის სახლს 2013 წლიდან შეუერთდა.

ფოტო: Hermes.com

ხატია შამუგიას სტუმრებიც ჰერმესის გოგონების ხასიათის მიხედვით იყვნენ შერჩეული: „წიწაკის წყლის“ პირველი ნიმუშები ენერგიულმა და გამბედავმა წარმატებულმა ქალბატონებმა დააგემოვნეს.

ბრენდის ფრანგული მემკვიდრეობის პატივსაცემად ლუქს-კლასის ტკბილეულობისა და საჩუქრების მწარმოებელმა Ladurée-მ სპეციალური პრიზებიც გაათამაშა და „ისი-პარის“ განსაკუთრებულ სტუმრებს საფირმო მაკარონებით უმასპინძლა, მათი საზეიმო განწყობის ამაღლებაზე კი მომღერალი სალომე ბაკურაძე ზრუნავდა, რომელიც „ისი-პარის“ სურნელოვან ღონისძიებებს მუსიკალურად ხშირად აფორმებს.

TREND-ი გისურვებს, Hermès-თან ერთად ყველა დღე დღესასწაულად გექცეს! ეწვიე „ისი-პარის“ ახალ ფილიალს წერეთელზე და შეუერთდი „ჰერმესის გოგონების“ მოძრაობას.