LIFE

წარმატებული მარკეტინგის 4 გასაღები - სანამ ამ მეთოდებს გამოიყენებთ, თქვენი პროდუქტი აუცილებლად გაიყიდება

წარმატებული მარკეტინგის 4 გასაღები - სანამ ამ მეთოდებს გამოიყენებთ, თქვენი პროდუქტი აუცილებლად გაიყიდება

მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი და წარმატებული მარკეტერები მარკეტინგს განიხილავენ არა როგორც „ხელოვნების ფორმას“, არამედ როგორც ზუსტ მეცნიერებას. იმიტომ, რომ ზუსტად არის შესაძლებელი განვსაზღვროთ რა იმუშავებს და რა - არა.

მარკეტინგის გურუების კვლევებს თუ გაეცნობით მიხვდებით, რომ მსოფლიოში არ არსებობს პროდუქტი, რომელსაც ვერ გაყიდი, თუ შეძლებ ოთხი მთავარი მეთოდის გამოყენებას. ეს მეთოდები, ერთგვარი კონცენტრატორებია და ადამიანის ფსიქიკაში იმალება, მათ თუ გააღვივებ, ნამდვილად შეძლებ ყველა სახის პროდუქტი გაყიდვას.

ვნახოთ, რომელია წარმატებული მარკეტინგის ოთხი მთავარი გასაღები:

1. პრობლემის გადაჭრის გასაღები - აჩვენე მომხმარებელს, რომ შენი პროდუქტი მათი პრობლემებიდან გამოსავალია

წარმატებული მარკეტინგის 4 გასაღები - სანამ ამ მეთოდებს გამოიყენებთ, თქვენი პროდუქტი აუცილებლად გაიყიდება

ადამიანები არ ყიდულობენ პროდუქტებს, ადამიანები ყიდულობენ გამოსავალს და თუ შენ მომხმარებელს დაარწმუნებ, რომ შენი პროდუქტის შეძენა მისი პრობლემის გადაჭრის გზაა, ის აუცილებლად იყიდის მას. უნდა გამოიწვიოთ მომხმარებელი და გაუღვივოთ ინტერესი.

2. ნდობის გასაღები - გახდი ავტორიტეტული და სანდო ფიგურა

წარმატებული მარკეტინგის 4 გასაღები - სანამ ამ მეთოდებს გამოიყენებთ, თქვენი პროდუქტი აუცილებლად გაიყიდება

სანდოობა მარკეტინგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. მომხმარებლებს ყოველთვის სურთ იცოდნენ, რამდენად სანდოა ის პროდუქტი, რომელსაც ყიდულობენ. სანდოობის მაღალი ხარისხი ავტორიტეტულ ფიგურად გაქცევთ.

იმის საილუსტრაციოდ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ნდობის ფაქტორს, დაფიქრდით, რატომ მიაკითხეთ კონკრეტულ ექიმს, რატომ შეაჩერეთ მასზე არჩევანი და რატომ ირჩევს ამ ექიმს ბევრი ადამიანი - რა თქმა უნდა, მიზეზი სანდოობის მაღალი ხარისხია. ასეა სხვა სფეროებშიც - სანამ სანდოობის მაღალი ხარისხი გექნებათ, მანამდე აუცილებლად გაყიდით თქვენს პროდუქტს.

3. მოწონების გასაღები - დაუმეგობრდით მომხმარებელს

წარმატებული მარკეტინგის 4 გასაღები - სანამ ამ მეთოდებს გამოიყენებთ, თქვენი პროდუქტი აუცილებლად გაიყიდება

მარკეტინგული კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები ყიდულობენ მათგან, იღებენ მათ მომსახურებას, ვინც მოსწონთ. სწორედ ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთა დამოკიდებულებას მომხმარებელთან მიმართ.

ამიტომ მნიშვნელოვანია, იყოთ მეგობრულები და დატოვოთ სასიამოვნო შთაბეჭდილება მომხმარებელზე. ეს უდიდეს გავლენას ახდენს კომპანიის იმიჯზე.

4. მტკიცებულებები - მომხმარებელს სჭირდება მტკიცებულებები

წარმატებული მარკეტინგის 4 გასაღები - სანამ ამ მეთოდებს გამოიყენებთ, თქვენი პროდუქტი აუცილებლად გაიყიდება

ადამიანები ხშირად სკეპტიკურად არიან განწყობილები და ეჭვის თვალით უყურებენ ამა თუ იმ პროდუქტს და ყიდვამდე სჭირდებათ მტკიცებულება იმისა, რომ ის მართლაც კარგი და ვარგისია.

პროდუქტის ხარისხსა და ეფექტურობას მომხმარებელი მტკიცებულებებით ადგენს. ამიტომაც აუცილებლად გჭირდებათ სხვა მომხმარებლების შეფასებები, რომელთა საშუალებითაც, თქვენს პროდუქტებზე ადამიანებს წარმოდგენა შეექმნებათ. 



<a href="https://www.inc.com/">https://www.inc.com/</a>