LIFE

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

Covid-19-ის გავრცელებამ არამარტო ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება გააჩერა, არამედ ქვეყნებს შორის როგორც სარკინიგზო, ასევე საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. ადამიანებს, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ შეძენილი საგზურები, ახლა დროს საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში ატარებენ. 

მსოფლიო ვირუსს ებრძვის, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანებს, რომლებიც ახლა დროს 24 საათი სახლში ატარებენ, კარანტინის დასრულების შემდეგ ფსიქოლოგიურად ძალიან გაუჭირდებათ. გონზე მოსასვლელად კი, იდეალურია მოგზაურობა. 

გთავაზობთ ქალაქების ჩამონათვალს, რომლებსაც შეგიძლიათ პანდემიის გადავლის შემდეგ ესტუმროთ.

1. ფლორენცია, იტალია

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

ისტორული ქალაქი, რომლებიც გზებზე გასაოცარი პიაცებით გამოირჩევა. აუცილებლად მოინახულეთ სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარი და ქალაქში არსებული მუზეუმები და გალერეები. 

2. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

ულამაზესი ქალაქი რუსეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ცენტრი და მსხვილი სატრანსპორტო კვანძია. ქალაქის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლები იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შესული, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით, ძალიან პოპულარულია.

3. ჩარლსტონი, სამხრეთ კაროლინა

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

ჩარლსტონის ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია. ისტორიული ქალაქის ულამაზესი ბაღები, ძველი სახლები და სანაპიროები ნამდვილად მოგხიბლავთ.

4. კეიპ-თაუნი, სამხრეთ აფრიკა

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

კეიპ-თაუნი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველზე ლამაზი ქალაქია. აქ უამრავი რესტორანი და კაფეა, სადაც უგემრიელესი საკვების გასინჯვას შეძლებთ.

5. ბრიუგე, ბელგია

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული და ზღაპრული ქალაქი ფერადი სახლებით, შუა საუკუნეების არქიტექტურითა და ძეგლებით, პირქუში კოშკებით, მწვანე სკვერებით, ულამაზესი ხიდებითა და არხებით. მას ტყუილად არ ეძახიან „ჩრდილოეთის ვენეციას“.

6. ედინბურგი, გაერთიანებული სამეფო

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

ედინბურგი ძალიან პოპულარული ქალაქია იმ სტუდენტებს შორის, რომელთაც სურთ ისარგებლონ დიდი ქალაქის ყველა უპირატესობით. შოტლანდიის დედაქალაქი კომპაქტური, მრავალკულტუროვანი და განსაცვიფრებელი პეიზაჟების მქონე ქალაქია, რომელშიც აქტიური ღამის ცხოვრების გარდა, მეტად მრავალფფეროვანი ბარები, კაფეები თუ მაღაზიებია.

7. ჯაიპური, ინდოეთი

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

ვარდისფერი ჯაიპური ბევრად უფრო სასიამოვნო, ლამაზი და კეთილმოწყობილი ქალაქია. ამასთან ერთად ის მსოფლიოს ერთ-ერთი იუველირული ცენტრია. აქ უამრავი საიუვილერო საამქროა სადაც ნებისმიერი სახეობის სამკაულებს ამზადებენ. თავისთავად იუველირული მაღაზიებიც უხვადაა.

8. კიოტო, იაპონია

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

იაპონიის იმპერიის ძველ დედაქალაქს ყოველწლიურად საშუალოდ 30 მილიონი ტურისტი სტუმრობს. კიოტო აერთიანებს თანამედროვეობასა და სიძველეს. 2000-მდე ტაძარი და სალოცავი კი ტურისტებს სხვადასხვა ეპოქაში ამოგზაურებთ.

9. ჩეფჩაუენი, მაროკო

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

მეთხუთმეტე საუკუნის ლურჯი ქალაქი - ჩეფჩაუენი რიფის მთებში მდებარეობს. თავდაპირველად ქალაქი პორტუგალიელებისგან თავდასაცავად ააგეს, თუმცა დღეს ის რიყის ქვებისგან მოპირკეთებული გზებით გამოირჩევა.

10. ბუენოს-აირესი, არგენტინა

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

არგენტინის დედაქალაქი, როგორც წესი, ევიტას სახელთან, ტანგოსთან და ფეხბურთთან ასოცირდება. ”ჩვენი დედოფლის წმინდა მარია სამართლიანი ქარების დედოფლის ქალაქი” – სწორედ ასე ჟღერს ბუენოს-აირესის ისტორიული სახელწოდება. ეს გახლავთ ნამდვილი ”კონტრასტების ქალაქი” – თანამედროვე ცათამბჯენებს აქ ძველი ესპანური კვარტლები ერწყმის, ქალაქის ცენტრის ფეშენებელურ უბნებს კი – მრავალრიცხოვანი ღარიბი დასახლებები.

11. ბერგენი, ნორვეგია

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

ნორვეგიის რიგით მეორე უდიდესი ქალაქ ბერგენში, ყველაზე ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ. ქალაქი გამოირჩევა ფანტასტიური სილამაზის ბუნებით, ულამაზესად აშენებული სახლებით და საუკეთესო სკვერებით.

12. ჰალშტატი, ავსტრია

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

ავსტრიული საოცრებათა ქვეყანა ტბის პირასაა გაშენებული და მის გარშემო ტყით დაფარული მთებია აღმართული.

 13. კარტახენა, კოლუმბია

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

კარტახენა კოლუმბიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. საუკუნეების წინ კარტახენა სახმრეთ ამერიკის რეგიონში ესპანეთის სამეფოს მთავარ დასაყრდენსა და უდიდეს ქალაქს წარმოადგენდა. ქალაქი ცნობილია თავისი მუსიკით, ცეკვებით, გემრიელი საკვებითა და ფერთა სიუხვით. კარტახენა ჯერ კიდევაა შემორჩენილი ძველი ციხესიმაგრისა და გალავნის ნანგრევები.

14. სინგაპური

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

ქალაქ-სახელმწიფო სინგაპური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს. მიუხედავად მისი მცირე ფართობისა, დღესდღეობით სინგაპური მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და განვითარებული ქვეყანაა. აქ თქვენ ნახავთ თანამედროვე შენონებსა და მეცნიერების უახლეს მიღწევებს. თუმცა, ამასთანავე ქალაქი გამოირჩევა გამწვანებითა და რეკრეაციული ზონების სიმრავლით. სინგაპურის დათვალიერება ტრანპორტის გარეშე ფეხით გადაადგილებისთვისაც საკმაოდ მოსახეხებელია.

15. ამსტერდამი, ნიდერლანდები

15 ქალაქი, რომლებსაც პანდემიის დამთავრების შემდეგ უნდა ესტუმროთ

ოცნების ქალაქი, ქალაქი-კალეიდოსკოპი და თავისუფლების განსახიერება. იგი მუდამ განსხვავებულია, მაგრამ ამავდროულად აქ ყველა იპოვის რაღაც განსაკუთრებულს. ამსტერდამი ყველასთვის თავისებურია – უნიკალური და განუმეორებელი.



<a href="https://www.harpersbazaar.com/">https://www.harpersbazaar.com/</a>