Covid-19-ის გავრცელებამ არამარტო ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება გააჩერა, არამედ ქვეყნებს შორის როგორც სარკინიგზო, ასევე საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. ადამიანებს, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ შეძენილი საგზურები, ახლა დროს საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში ატარებენ.
მსოფლიო ვირუსს ებრძვის, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანებს, რომლებიც ახლა დროს 24 საათი სახლში ატარებენ, კარანტინის დასრულების შემდეგ ფსიქოლოგიურად ძალიან გაუჭირდებათ. გონზე მოსასვლელად კი, იდეალურია მოგზაურობა.
გთავაზობთ ქალაქების ჩამონათვალს, რომლებსაც შეგიძლიათ პანდემიის გადავლის შემდეგ ესტუმროთ.
1. ფლორენცია, იტალია
ისტორული ქალაქი, რომლებიც გზებზე გასაოცარი პიაცებით გამოირჩევა. აუცილებლად მოინახულეთ სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარი და ქალაქში არსებული მუზეუმები და გალერეები.
2. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი
ულამაზესი ქალაქი რუსეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ცენტრი და მსხვილი სატრანსპორტო კვანძია. ქალაქის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლები იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შესული, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით, ძალიან პოპულარულია.
3. ჩარლსტონი, სამხრეთ კაროლინა
ჩარლსტონის ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია. ისტორიული ქალაქის ულამაზესი ბაღები, ძველი სახლები და სანაპიროები ნამდვილად მოგხიბლავთ.
4. კეიპ-თაუნი, სამხრეთ აფრიკა
კეიპ-თაუნი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველზე ლამაზი ქალაქია. აქ უამრავი რესტორანი და კაფეა, სადაც უგემრიელესი საკვების გასინჯვას შეძლებთ.
5. ბრიუგე, ბელგია
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული და ზღაპრული ქალაქი ფერადი სახლებით, შუა საუკუნეების არქიტექტურითა და ძეგლებით, პირქუში კოშკებით, მწვანე სკვერებით, ულამაზესი ხიდებითა და არხებით. მას ტყუილად არ ეძახიან „ჩრდილოეთის ვენეციას“.
6. ედინბურგი, გაერთიანებული სამეფო
ედინბურგი ძალიან პოპულარული ქალაქია იმ სტუდენტებს შორის, რომელთაც სურთ ისარგებლონ დიდი ქალაქის ყველა უპირატესობით. შოტლანდიის დედაქალაქი კომპაქტური, მრავალკულტუროვანი და განსაცვიფრებელი პეიზაჟების მქონე ქალაქია, რომელშიც აქტიური ღამის ცხოვრების გარდა, მეტად მრავალფფეროვანი ბარები, კაფეები თუ მაღაზიებია.
7. ჯაიპური, ინდოეთი
ვარდისფერი ჯაიპური ბევრად უფრო სასიამოვნო, ლამაზი და კეთილმოწყობილი ქალაქია. ამასთან ერთად ის მსოფლიოს ერთ-ერთი იუველირული ცენტრია. აქ უამრავი საიუვილერო საამქროა სადაც ნებისმიერი სახეობის სამკაულებს ამზადებენ. თავისთავად იუველირული მაღაზიებიც უხვადაა.
8. კიოტო, იაპონია
იაპონიის იმპერიის ძველ დედაქალაქს ყოველწლიურად საშუალოდ 30 მილიონი ტურისტი სტუმრობს. კიოტო აერთიანებს თანამედროვეობასა და სიძველეს. 2000-მდე ტაძარი და სალოცავი კი ტურისტებს სხვადასხვა ეპოქაში ამოგზაურებთ.
9. ჩეფჩაუენი, მაროკო
მეთხუთმეტე საუკუნის ლურჯი ქალაქი - ჩეფჩაუენი რიფის მთებში მდებარეობს. თავდაპირველად ქალაქი პორტუგალიელებისგან თავდასაცავად ააგეს, თუმცა დღეს ის რიყის ქვებისგან მოპირკეთებული გზებით გამოირჩევა.
10. ბუენოს-აირესი, არგენტინა
არგენტინის დედაქალაქი, როგორც წესი, ევიტას სახელთან, ტანგოსთან და ფეხბურთთან ასოცირდება. ”ჩვენი დედოფლის წმინდა მარია სამართლიანი ქარების დედოფლის ქალაქი” – სწორედ ასე ჟღერს ბუენოს-აირესის ისტორიული სახელწოდება. ეს გახლავთ ნამდვილი ”კონტრასტების ქალაქი” – თანამედროვე ცათამბჯენებს აქ ძველი ესპანური კვარტლები ერწყმის, ქალაქის ცენტრის ფეშენებელურ უბნებს კი – მრავალრიცხოვანი ღარიბი დასახლებები.
11. ბერგენი, ნორვეგია
ნორვეგიის რიგით მეორე უდიდესი ქალაქ ბერგენში, ყველაზე ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ. ქალაქი გამოირჩევა ფანტასტიური სილამაზის ბუნებით, ულამაზესად აშენებული სახლებით და საუკეთესო სკვერებით.
12. ჰალშტატი, ავსტრია
ავსტრიული საოცრებათა ქვეყანა ტბის პირასაა გაშენებული და მის გარშემო ტყით დაფარული მთებია აღმართული.
13. კარტახენა, კოლუმბია
კარტახენა კოლუმბიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. საუკუნეების წინ კარტახენა სახმრეთ ამერიკის რეგიონში ესპანეთის სამეფოს მთავარ დასაყრდენსა და უდიდეს ქალაქს წარმოადგენდა. ქალაქი ცნობილია თავისი მუსიკით, ცეკვებით, გემრიელი საკვებითა და ფერთა სიუხვით. კარტახენა ჯერ კიდევაა შემორჩენილი ძველი ციხესიმაგრისა და გალავნის ნანგრევები.
14. სინგაპური
ქალაქ-სახელმწიფო სინგაპური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს. მიუხედავად მისი მცირე ფართობისა, დღესდღეობით სინგაპური მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და განვითარებული ქვეყანაა. აქ თქვენ ნახავთ თანამედროვე შენონებსა და მეცნიერების უახლეს მიღწევებს. თუმცა, ამასთანავე ქალაქი გამოირჩევა გამწვანებითა და რეკრეაციული ზონების სიმრავლით. სინგაპურის დათვალიერება ტრანპორტის გარეშე ფეხით გადაადგილებისთვისაც საკმაოდ მოსახეხებელია.
15. ამსტერდამი, ნიდერლანდები
ოცნების ქალაქი, ქალაქი-კალეიდოსკოპი და თავისუფლების განსახიერება. იგი მუდამ განსხვავებულია, მაგრამ ამავდროულად აქ ყველა იპოვის რაღაც განსაკუთრებულს. ამსტერდამი ყველასთვის თავისებურია – უნიკალური და განუმეორებელი.
თემები: მოგზაურობა, რჩევები
<a href="https://www.harpersbazaar.com/">https://www.harpersbazaar.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია