3 ფაქტი Glenfiddich-ის შესახებ, რაც ყველა ვისკის მოყვარულმა უნდა იცოდეს
- 18.12.2016
ნამდვილი ჯენტლმენები რომ ვისკის ამჯობინებენ, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, თუმცა გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი გამორჩეული შოტლანდიური არომატის — Glenfiddich-ის შესახებ 3 მნიშვნელოვანი ფაქტი გაგაცნოთ, რაც ყველა ვისკის მოყვარულმა აუცილებლად უნდა იცოდეს:
1. ირმის მდელოს ამბავი
1886 წელს უილიამ გრანტი დისტილერის ასაშენელბად ისეთ მიწას ეძებდა, რომელსაც უნიკალური წყარო ექნებოდა. ქალაქ დაფთაუნთან ახლოს „ირმის მდელო“ იყო, იქვე მდინარე — რობი დუ ჩამოედინებოდა. გრანტმა არა მხოლოდ დისტილერის ტერიტორიისთვის საჭირო მიწა იყიდა, არამედ — იმხელა ტერიტორიის მფლობელი გახდა, რომ წყაროს სიწმინდე თავიდან ბოლომდე დაეცვა. სწორედ აქედან მომდინარეობს ვისკის სახელწოდება Glenfiddich-ი — Glen-ი შოტლანდიურად მდელოს ნიშნავს, Fiddich-ი — ირემს.
2. ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე ერთი ალაოს ვისკი*
Glenfiddich-ი მსოფლიოში ყველაზე მეტი ტიტულის და ჯილდოს მქონე ერთი ალაოს ბაზაზე დამზადებული ვისკია: პირველი ჯილდო 1974-ში დიდი ბრიტანეთის დედოფლისგან მიიღო — ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მას შემდეგ, Glenfiddich-მა 250-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა.
3. მსოფლიო წარმატების საიდუმლო
Glenfiddich-ის მსოფლიო წარმატება უილიამ გრანტის შთამომავლების — ჩარლზ და სენდი გრანტ-გორდონების დამსახურებაა. ისინი ვისკის წარმოების ინოვაციურ მეთოდებთან ერთად, საზოგადოებასთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარით და შემოქმედებითი აზროვნებითაც იყვნენ დაჯილდოებული. 1963 წელს სენდი ნიუ-იორკში გაემგზავრა, იქაური წამყვანი ჟურნალისტები გაიცნო და ერთი ალაოს ბაზაზე დამზადებული ვისკის — Glenfiddich-ის დეგუსტაცია-პოპულარიზაციას შეუდგა.
იმ დროს ამერიკაში ერთი ალაოს ბაზაზე დამზადებული ვისკის შესახებ არავინ იცოდა, ასე რომ ჟურნალისტებისთვის სიახლის წარდგენა მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სვლა იყო. ჩარლზს კი სურდა, Glenfiddich-ის შეფუთვა ყველა სხვა ვისკისგან განსხვავებული ყოფილიყო, ამიტომაც ძალიან ცნობილი ავსტრიელი დიზაინერი — ჰანს შლეგერი დაიქირავა, რომელმაც საკულტო შეფუთვაზე — Glenfiddich-ის სამკუთხა ფორმის ბოთლზე იმუშავა.
* ცოტა რამ single malt-ის სახეობის ვისკის შესახებ:
ზოგადად, სასმელს „ვისკი“ იმ შემთხვევაში ეწოდება, თუ გრადუსი 40 და მეტი აქვს, საბაზისო მასალა მარცვლეული კულტურები — ქერის, სიმინდის ან ხორბლის ალაოებია და თუ საბოლოოდ მიღებული სპირტიანი სასმელი დასაძველებლად კასრში მოათავსეს. ამასთანავე, მოცემული პროდუქტი სტატუს „შოტლანდიურს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში ატარებს, როდესაც სასმელის დისტილაცია ან კასრში დაძველება უშუალოდ შოტლანდიის ტერიტორიაზე ხდება.
ვისკის ყველაზე გავრცელებული სახეობები single malt-ი და blend malt-ია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, Glenfiddich-ი single malt-ის კატეგორიას მიეკუთვნება — სიტყვა single-ი აღნიშნავს, რომ ვისკი დამზადების ყველა სტადიას ერთ ქარხანაში გადის, და როგორც წესი, იმავე ქარხნის სახელწოდება ენიჭება. მაგალითად, Glenfiddich-ი ანალოგიური სახელწოდების მქონე ქარხანაშია დამზადებული. malt-ი კი იმის აღმნიშვნელია, რომ სასმელის შემადგენლობაში ქერის ალაოს გარდა სხვა ნედლეული არ შედის. ქერის ალაო ძალიან ძვირადღირებული პროდუქტია და მის ბაზაზე ვისკის მიღება მხოლოდ დისტილაციის პროცესითაა შესაძლებელი, რაც გრძელვადიანი და საკმაოდ შრომატევადი პროცესია.
single malt-ს შოტლანდიაში 80-100 ქარხანა აწარმოებს, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით — როგორც წესი, ქარხნების მიერ წარმოებული single malt-ის სახეობის ვისკი მათი მთლიანი ნაწარმის მხოლოდ 20%-ს შედაგენს.
თემები: Glenfiddich, William Grant & Sons, GD Alco, ვისკი, Whiskey, Single Malt, ერთი ალაოს ვისკი