თუ კარანტინმა ცხოვრება თავდაყირა დაგიყენა, ძველი ჩვევები დაგავიწყა, საყვარელი გარდერობის კარი კი ცრემლმორეულმა მიგახურინა, არ იდარდო, შენ მარტო არ ხარ.
ჩვენ გარშემო ბევრი ისეთი ნივთია, რომელიც მთელი ცხოვრებაა ცხვირ წინ გვიდევს, ხშირად ავუვლით-ჩავუვლით, უდიერად მოვეპყრობით ან პირიქით, ყურადღების ღირსს საერთოდ არ გავხდით, რადგან მის ფასდაუდებელ მნიშვნელობაში ეჭვი გვეპარება.
ახლა კი, შეიძლება ითქვას, რომ ამ კარანტინის ჟამს, ისინი თავიდან აღმოვაჩინეთ და ნამდვილ ღვთიურ საჩუქრად შევრაცხეთ. თვალ წინ მარტივი ცხოვრება გადაგვეშალა და ახლა ვერც კი ვხვდებით ამდენი წლის განმავლობაში ასეთი ბრმები, როგორ ვიყავით. მაგრამ ეგ არაფერი, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
ახლა სწორედ იმ რამდენიმე ნივთზე მოგიყვებით, რომლებმაც, ამ დღეებში, ფასდაუდებელი მნიშვნელობა შეიძინა და იმ ქართულ სტარტაპებს გაგაცნობთ, რომლებიც ამ ყველაფერს ჰქმნიან.
მზად ხარ? მოდი, დავიწყოთ:
1. AlterSocks სტარტაპია, რომელიც ორიგინალურ და სახალისო წინდებს ქმნის.
თუ კაფე-ბარებში სიარული, ხინკალ-ხაჭაპური, ან თუნდაც, სუში, მოგენატრა. არ იდარდო! ალტერსოქი ამ უკანასკნელ სურვილებს სავსებით ვერა, მაგრამ ნაწილობივ მაინც დაგვიკმაყოფილებს და ჩვენს სურვილებს პირდაპირ ფეხებზე შემოგვაცვამს და ღუნღულა ხინკლიან-ხაჭაპურიანი წინდების ამარა გაგვატარებინებს ამ რთულ დღეებს. მეტსაც გეტყვით, სხვა ქვეყნების სამზარეულოსთან კულტურულ და გასტრონომიულ დიალოგებსაც კი დიდი წარმატებით წაგვამართინებს.
ჩვენთვის ხასხასა გაზაფხულსაც მოიყვანს, კლიმტის ნახატებსაც ფეხებზე შემოგვავლებს, საკურას ყვავილობას წლის ნებისმიერ სეზონზე დაგვასწრებს და თუ შეზღუდვების დროს ველოსიპედს ნატრობ, მაგასაც კი ჩვენს ტერფებ ქვეშ გააგებს, კიდე ვინ მოვლის რას არ იზამს ჩვენ გამო.
კულტურულ- გასტრონომიული დიალოგი
2. Sole Georgia ქართული სტარტაპია, რომელიც ქალის, მამაკაცებისა და ბავშვის თეთრეულს აწარმოებს.
ეს დღეებია ყველანი დავრწმუნდით, რომ მთელი დღის განმავლობაში სახლში ხალათისა და პიჟამოების ამარა ყოფნა არასდროს ყოფილა ისე კომფორტული, მიმზიდველი, სასიამოვნო და მარტივი, როგორც კარანტინის პერიოდშია.
3. “ ბებიას” ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ბებიების ხელით მოქსოვილ ქუდებს სთავაზობს.
ახლა, როცა გაციება საშიშია, ამინდები - ცვალებადი, გარეთ გასვლა კი თითქმის შეუძლებელი, სუფთა ჰაერის, დღის სინათლისა და D ვიტამინის ერთადერთ წყაროს აივანზე საათობით ჯდომა წარმოადგენს. მერყევი ამინდების გადამკიდეს კი აუცილებელია თბილად და ჩაღუღუნებულად ვიყოთ, რათა თავიდან ავიცილოთ უცაბედი გაციება და შემდგომი შიშები. ამაში კი, ბებოს ხელით მოქსოვილი „ბებიას“ ქუდები დაგვეხმარება, განსაკუთრებით მაშინ, თუ სადმე მთიან სოფელში ხართ დროებით გახიზნული.
4. ლაკოაჟი
ლაკოაჟის გუნდი მომხმარებლებს რეტრო და თანამედროვე სტილის სამოსსა და ჰუდებს სთავაზობს.
ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ როცა დღის განმავლობაში გადაადგილების მარშრუტი შეზღუდული გაქვს და არსად მიგეჩქარება, დღის წესრგიში საქმიანი შეხვედრები არ არის, არც მეგობრებთან ერთად სადმე მყუდრო ადგილზე შეკრება და ლამაზი ფოტოების გადაღებაა გეგმაში. ჩვენი არჩევანი კომფორტული ტანსაცმელია. ჰუდები ზედგამოჭრილია იმისთვის, რომ 9 საათამდე უბნის მაღაზიაში პურზე თუ სხვა საჭირო და აუცილებელ ნივთებზე ჩასარბენად, კარგად გამოვიყურებოდეთ და თან მთელი დღის განმავლობაშიც კომფორტულად ვიყოთ.
5. ბუბუსი - განსხვავებულ და კომფორტულ საძილე ნიღბებს ქმნის.
24 საათი სახლში ყოფნის რეჟიმმა დღე და ღამე აგვირია. გამთენიისას ვიძინებთ, გვიან ღამით კი გვძინავს. ხანდახან მეტისმეტადაც კი გვინდა, რომ დროულად გადავეშვათ ძილის სამყაროში, მაგრამ თვალს რული არ ეკარება. ხან ფანჯრიდან შემომავალი ლამპიონების მკრთალი შუქი გვიშლის ხელს, ხან კიდე - კარის ღრიჭოებიდან შემოჭრილი სინათლე.
ეს ყველაფერი რომ თავიდან ავიცილოთ და ამ რთულ პერიოდში რომ როგორმე მშვიდ ძილს მივცეთ თავი შეგვიძლია „ბუბუსის“ საძილე ნიღბები მოვიშველიოთ და დაე, ვიყოთ ძილში #გასული ან უბრალოდ #თავსგასულიასული (და ა.შ.).
თემები: ქალი, რჩევები ქალებს, რჩევები, კორონავირუსი, კარანტინი