როგორ შეცვალეს ვარსკვლავები სტილისტებმა - ფოტოები, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ სწორად შერჩეულ სტილს ადამიანის გარდასახვა შეუძლია
- 07.05.2020
ვარსკვლავების უმეტესობა დღეს ისე არ გამოიყურება, როგორც კარიერის საწყის ეტაპზე, დროთა განმავლობაში ისინი დაიხვეწნენ და უფრო ელეგანტურები გახდნენ, შექმნეს თავიანთი უნიკალური სტილი. მკვეთრი, თვალშისაცემი ცვლილებები სტილისტების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. საიდუმლო არ არის, რომ პოპულარული ადამიანების იმიჯის, მათი ვიზუალისა და სტილის გაუმჯობესებაზე პროფესიონალთა მთელი გუნდი ზრუნავს, რომლებიც ზოგჯერ მართლაც სასწაულებს ახდენენ.
ვნახოთ ვარსკვლავების სტილის ევოლუცია, როგორ გამოიყურებოდნენ ადრე და როგორ გამოიყურებიან ისინი დღეს:
სელინ დიონი
2016 წელს მომღერალმა უდიდესი ტრაგედია გადაიტანა - მისი ქმარი კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა, ამ ამბიდან 2 დღის შემდეგ კი სელინის ძმა დაიღუპა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც სიმსივნე იყო. საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება მომღერალმა სტილის მთლიანად შეცვლით გადაწყვიტა. 2019 წელს პარიზის მოდის კვირეულზე სელინი ქუჩის მოდის ვარსკვლავი გახდა. მისი ახალი სტილისტი ლოუ როჩია, რომელმაც საზოგადოებას განსხვავებული სელინი წარუდგინა. მომღერალი ახლა ატარებს ჰუდებს, კედებს, ექსტრავაგანტულ და ფერად სამოსს.
ჯენიფერ ლოურენსი
საყვარელი გოგონადან ჯენიფერი ნამდვილ დივად გარდაიქმნა. მის სტილზე ორი გავლენიანი ჰოლივუდელი სტილისტი - ჯილ ლინკოლნი და ჯორდან ჯონსონი მუშაობენ.
ემა სტოუნი
ემა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია. მისმა სტილმა მნიშვნელოვანი ევოლუცია გაიარა და დღეს ყველაზე ქალური და ელეგანტური ჩაცმით გამოირჩევა. მინი კაბები გლამურულმა, კლასიკურმა და მდიდრულმა შარვლებმა და ასევე გრძელმა კაბებმა ჩაანაცვლა.
ენ ჰეთეუეი
მსახიობი ხშირად იცვლის სტილს და სტილისტებს. ახლა მის ვიზუალზე ლოუ როჩი მუშაობს, რომელმაც ენის სტილს უფრო მეტი ქალურობა და სექსუალურობა შესძინა.
მილა კუნისი
მსახიობის სტილი დროთა განმავლობაში უფრო სექსუალური გახდა. ახლა მისი სამოსი უფრო მეტად უსვამს ხაზს სხეულს და ხშირად უჩანს სხეულის შიშველი ნაწილები.
სანდრა ბალოკი
კარიერის დასაწყისში სანდრა ბალოკი ნამდვილად არ იყო მოდის თვალსაზრისით მისაბაძი. თუმცა მსახიობი ახლა ჰოლივუდის კლასიკური სტილის სიმბოლოა.
რიზ უიზერსპუნი
ერთი შეხედვით რიზის გარეგნობაში არაფერი შეცვლილა და ის ისეთივე ქერა გოგონაა, როგორც წლების წინ იყო, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ჩვეულებრივი გოგონადან, მსახიობი ელეგანტურ ვარსკვლავად იქცა, რომელიც წითელი ხალიჩის ნამდვილი დედოფალია.
ქეით მიდლტონი
სანამ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდებოდა, ქეითს ჩვეულებრივი ბრიტანელი გოგონას სტილი ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პრინც უილიამს გაჰყვა ცოლად, მისი სტილი რადიკალურად შეიცვალა. მისი სამოსი არის მარტივი, ქალური და კლასიკური.
მეგან მარკლი
ჰარის ცოლობამდე მეგანი ხშირად იცვამდა მინი კაბებს, ხშირად აჩენდა მოშიშვლებულ მხრებს, თუმცა შემდეგ მისი სტილი უფრო კონსერვატიული გახდა. მეგანის სტილი დღეს ბევრი ქალისთვის შთაგონების წყაროა.
ქაილი მინოუგი
მომღერალი ადრე ფერად სამოსს ანიჭებდა უპირატესობას და მას მუდამ ბევრი აქსესუარი ამშვენებდა, თუმცა ახლა მისი სტილი უფრო სადა და ელეგანტურია.
თემები: სტილი, მოდა, ქალი, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ტრენდი, ქალები