მდიდარი ადამიანები ხშირად უგულებელყოფენ მოდის იმ ტენდენციებს, რომლებსაც სხვა ადამიანები მიჰყვებიან. თანამედროვე ეპოქაში ძვირადღირებული რაღაცები არ არის კეთილდღეობისა და სიმდიდრის სიმბოლო. სამწუხაროდ, ყველა ასე არ ფიქრობს.

ზოგჯერ ადამიანები მთელ ფულს ხარჯავენ მდიდრულ სამოსში იმისთვის, რომ სხვებს შთაბეჭდილება შეუქმნან და სამგზავრო ფულსაც კი არ იტოვებენ. შემდეგ კი იძულებულები ხდებიან ვალი აიღონ.

ვნახოთ 8 ტრენდული სამოსი, რომლებსაც მდიდარი ადამიანები არ იცვამენ.

1. ტყავის ფეხსაცმელები - ასეთი ფეხსაცმელი შეიძლება განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩაიცვათ. ყოველდღიურობისთვის ის შეუსაბამოა. თუ ოფისში გსურთ ასეთი ფეხსაცმელის ჩაცმა, დარწმუნდით, რომ ის უბრალო და კლასიკურია. თანამედროვე მდიდარი ქალების ფავორიტი ტყავის ფეხსაცმელი ნამდვილად არ არის.

2. აბრეშუმის შარფი - აბრეშუმის შარფს სამკაულთან ერთადაც თუ გაიკეთებთ, სასაცილო ელფერი გექნებათ. ის შეგიძლიათ ჩანთაზე მიამაგროთ. ასე თქვენი ვიზუალი უფრო ტრენდული იქნება.

3. დიდი საათები - წვრილ მაჯაზე დიდი ციფერბლატის მქონე საათი არაბუნებრივად ჩანს და არასაჭირო ყურადღებას იპყრობს. გირჩევთ, არჩევანი შედარებით პატარა ციფერბლატის მქონე საათზე შეაჩეროთ.

4. ყველაფერი ერთ ფერში - მდიდარი ადამიანების სტილში ყველა სამოსი ერთი ფერის არ არის. ისინი ლამაზ ფერთა კომბინაციით უფრო ტრენდულ ვიზუალს ქმნიან.

5. დიდი ზომის მოსაცმელი - თანამედროვე, მდიდარი ქალი უპირატესობას ანიჭებს ისეთი სამოსის ჩაცმა, რომელშიც სილუეტი კარგადაა გამოკვეთილი.

6. სპორტული სამოსი მაღალქუსლიან, კლასიკურ ფეხსაცმელთან - ასეთი სტილი მდიდრების უმეტესობის ფავორიტი არ არის. სპორტულ სამოსს ისინი სპორტულ ფეხსაცმელს უხამებენ.

7. დიდი ზომის ყელსაბამი ყელიან სვიტერზე - თანამედროვე მდიდარი ქალი უფრო მარტივ და სადა ყელსაბამს ირჩევს.

8. სხვადასხვა დეტალებითა და ბურთულებით გაფორმებული ჯინსები - დეკორაციული ელემენტებით გაფორმებულ შარვლებს თანამედროვე ქალები აღარ იცვამენ.