საკვები, რომელიც იმუნურ სისტემას ასუსტებს - თუ მათ დიდი რაოდენობით მიირთმევთ, ორგანიზმი მარტივად ინფიცირდება
- 11.05.2020
ჯანდაცვის კუთხით მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ ახლა ყველაზე უკეთ დაგვანახა რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის იმუნურ სისტემას სხვადასხვა დაავადებებთან გამკლავების თვალსაზრისით. იმუნიტეტის შენარჩუნების და მისი გაძლიერებისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორი და ჯანსაღი კვებაა.
სწორად კვება ჯანსაღი იმუნიტეტის განმაპირობებელია, ხოლო არასწორმა კვებამ შესაძლოა მძიმე შედეგამდე მიგიყვანოთ.
ვნახოთ, რომელი საკვები მოქმედებს იმუნურ სისტემაზე უარყოფითად.
1. კანფეტები, ტკბილეული
ვწუხვართ ამის თქმა რომ გვიწევს, მაგრამ თუ იმუნიტეტის გაძლიერებაა თქვენი მიზანი, მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ ტკბილეულს - კანფეტებს შოკოლადებს, ყველაფერს, რაც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ როცა ორგანიზმში ბევრი შაქარია, ის უფრო მოწყვლადია სხვადასხვა ინფექციური დაავადების მიმართ.
რით შეიძლება ჩაანაცვლოთ ტკბილეული: მიირთვით ბუნებრივად ტკბილი პროდუქტი, ხილი, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით. ტკბილის მოთხოვნილებასაც დაიკმაყოფილებთ და ამავდროულად, ორგანიზმის იმუნურ სისტემას გააჯანსაღებთ.
2. სოდა
გასაკვირი არ არის, რომ სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელები მდიდარია, როგორც შაქრით, ასევე სოდით. 2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სოდის შემცველი სასმელები ჭარბწონიანობას იწვევს, ჭარბწონიანობა კი იმუნურ სისტემას აქვეითებს.
რა დავლიოთ სოდის შემცველი სასმელების ნაცვლად: მიირთვით ნატურალური წვენები, რომლებსაც არ აქვთ კონსერვანტებისა და შაქრის შემცველობა. საკუთარი ხელით მომზადებული სხვადასხვა ხილის წვენი ჯანსაღია და იმუნურ სისტემას უფრო ძლიერს ხდის.
3. ალკოჰოლი
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ალკოჰოლის შემცველი სასმელები ადამიანის იმუნურ სისტემას ასუსტებს და ისინი, ვინც მას ხშირად მოიხმარს, სხვადასხვა ინფექციებით უფრო მარტივად ინფიცირდებიან.
4. ენერგეტიკული სასმელები
ცხოვრების დაძაბული რეჟიმის გამო, ენერგიის დიდხანს შენარჩუნების მიზნით, ადამიანები ენერგეტიკულ სასმელებს მოვიხმართ, ზოგჯერ ეს დამოკიდებულებას იწვევს და რეალურად იმუნიტეტის დაქვეითებამდე მივყავართ.
რით ჩავანაცვლოთ ენერგეტიკული სასმელები: ასეთი სასმელი ჩაანაცვლეთ ძილით. თუ ღამით კარგად გამოიძინებთ და დღე-ღამეში მინიმუმ 8 საათს მაინც დაიძინებთ, დღის განმავლობაში ენერგიულად იქნებით და ენერგეტიკული სასმელები აღარ დაგჭირდებათ.
5. კარტოფილი ფრი
ძნელად იპოვნით ადამიანს, რომელსაც ფრი არ უყვარს, მაგრამ რეალურად, ის იმუნურ სისტემას მნიშვნელოვნად აზიანებს. ფრის ნაცვლად, უმჯობესია თუ სხვაგვარად მომზადებულ კარტოფილს მიირთმევთ, რომელიც ბევრ ცხიმში არ იქნება შემწვარი.
6. ბურგერები
ეს საკვები მდიდარია სოდიუმით, ცხიმებით, იწვევს ჭარბწონიანობას და იმუნური სისტემის დაქვეითებას. უსაფრთხო კვების ექსპერტები გვირჩევენ, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ასეთი საკვების რაციონიდან ამოღებას. მის ნაცვლად უფრო მეტი ბოსტნეული მიირთვით.
7. ნაყინი
ტკბილი და გემრიელი ნაყინი მდიდარია ცხიმებითა და შაქრით, რის გამოც ორგანიზმი სუსტდება და უფრო მარტივად ინფიცირდება სხვადასხვა ინფექციით, თუ ვირუსით.
ნაყინი შეგიძლიათ კეფირით ჩაანაცვლოთ, რომელიც ორგანიზმს აჯანსაღებს და იმუნურ სისტემას აძლიერებს. კეფირს თუ თხილს, კენკრას და თაფლს დაუმატებთ, ის სასარგებლოსთან ერთად, ძალიან გემრიელიც იქნება.
თემები: დიეტა, სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები
<a href="https://www.eatthis.com/">https://www.eatthis.com/</a>