ყველა ადამიანს განსხვავებული სურნელი მოსწონს. სუნამო არის ის, რაც განსაკუთრებულობასა და უნიკალურობას გვმატებს. სწორად შერჩეული სურნელი თავს კომფორტულად გვაგრძნობინებს და პირიქით, თუ სუნამო არ შეგვესაბამება, შესაძლოა მისმა სუნმა ცუდად იმოქმედოს განწყობაზე.

ვნახოთ, რას გვირჩევენ ასტროლოგები - რომელი სუნამო შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით:

1. ვერძი - ივ სენ ლორანის Black Opium

მისი სურნელი ენერგიით გავსებთ, წარმატებისკენ გიბიძგებთ და ოპტიმიზმს გმატებთ.

2. მშვილდოსანი - Jo Malone London Myrrh & Tonka Cologne Intense

თქვენს სპონტანურ, მოულოდნელობებით სავსე ბუნებას ეს სუნამო შეესაბამება. ის გაჟღენთილია ლავანდის არომატით და თავს ბუნების წიაღში გაგრძნობინებთ.

3. ლომი - Estee Lauder Cinnabar

ეს არის სუნამო, რომელიც ყველასგან გამორჩეულს გაგხდით და ადამიანების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. სუნამოს თბილი არომატი სასიამოვნო ემოციებით დაგმხუტავთ.

4. კირჩხიბი - Christian Dior Holy Peony

ეს არის ტკბილი სურნელი, რომელიც თქვენში სასიამოვნო მოგონებებს გააღვიძებს. ასტროლოგების აზრით, თქვენს სულიერ სამყაროსთან ყველაზე ახლოს ეს არომატია.

5. თევზები - Maison Margiela Replica

სუნამო გაჯერებულია ხილისა და ყვავილების არომატით და ის თქვენნაირი მგრძნობიარე ადამიანებისთვისაა. მისი სურნელი გაზაფხულს ყველაზე უკეთ შეგაგრძნობინებთ.

6. მორიელი - Chanel Coco Mademoiselle


თქვენ სრულყოფილებისკენ მიილტვით და გსურთ, რომ ყველაფერი სრულყოფილი გქონდეთ. ამიტომ, ეს სუნამო თქვენთვისაა.

7. ტყუპები - Byredo Sundazed

ასტროლოგები ამბობენ, რომ ტყუპების ქაოსურ ბუნებას, მათში არსებულ წინააღმდეგობებით სავსე ორ ადამიანს ყველაზე მეტად ეს სუნამო შეესაბამება.

8. მერწყული - Chanel Paris Riviera

მას არისტოკრატულ არომატს უწოდებენ და ასტროლოგთა მტკიცებით, ყველაზე მეტად მერწყულების ნატურას შეესაბამება.

9. სასწორი - Aerin Aegea Blossom

ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ყველაფერი დაბალანსებული მოსწონთ, ამ სუნამოში კი სხვადასხვა არომატების ბალანსი იგრძნობა, ამიტომაც, ასტროლოგები ამბობენ, რომ სასწორებისთვის საუკეთესო ვარიანტია.

10. კურო - Tom Ford Oud Wood

თქვენ მოგწონთ გამორჩეულად ყოფნა, მოგწონთ, როცა ადამიანები თქვენს მიმზიდველობას უსვამენ ხაზს. ეს სუნამო კი სამყაროში ყველაზე მიმზიდველ ადამიანად გაქცევთ.

11. ქალწული - Coach Dreams

ეს სურნელი თქვენზე დამამშვიდებლად იმოქმედებს და ჰარმონიას იპოვნით, მისი არომატი თქვენს ვიზუალს სექსუალურობას შემატებს.

12. თხის რქა - Nomade

ეს ძლიერი და წარმატებული ქალის არომატია, სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად თხის რქებს შეესაბამებათ.