1. ხელით წერის ძალა
ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი, რომელიც რაიმის შესწავლის გამარტივებაში დაგეხმარებათ, ხელით წერაა. ზოგიერთი ადამიანი ამჯობინებს, რომ ლექციის დროს ლეპ-ტოპში ჩაინიშნოს, თუმცა ეს რაიმის დასამახსოვრებლად არ არის ისეთივე ეფექტური გზა, როგორც ხელით წერა. სწორედ ამიტომ, ყოველთვის თან გქონდეთ ფურცელი და კალამი და ყველაფერი ხელით ჩაიწერეთ, ასე სწრაფად და მარტივად დაგამახსოვრდებათ.
2. ასწავლეთ სხვებს
კვლევა აჩვენებს, რომ თუ ადამიანი რაიმეს სხვას ასწავლის, მას დამახსოვრება და ახლის შესწავლა უადვილდება. ასეთი ადამიანისთვის უფრო მარტივია ცოდნის შეძენა. ამიტომაც, ეცადეთ შეძენილი ცოდნა ყოველთვის გაუზიაროთ სხვებს.
3. დასვენება
გონებას დროდადრო დასვენება სჭირდება. იმისთვის, რომ რაღაც ახლის სწრაფად შესწავლა შეძლოთ, დროგამოშვებით საჭიროა, რომ დაისვენოთ და განიტვირთოთ. გონებამ უნდა გადაამუშავოს მიღებული ინფორმაცია. საჭიროა კარგად გამოძინება.
4. იმეცადინეთ ხშირად, მაგრამ მცირე დროით
მეცადინეობებს შორის გააკეთეთ პაუზა, ეს უფრო სწრაფად სწავლაში დაგეხმარებათ. იმეცადინეთ რამდენჯერმე დღის განმავლობაში, მაგრამ შუალედებით, შესვენებით.
5. გამოსცადეთ საკუთარი თავი
იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად დაიმახსოვროთ და ცოდნა განიმტკიცოთ, საჭიროა, რომ პერიოდულად გამოცდა მოუწყოთ საკუთარ თავს, გააკეთოთ ტესტები, ხოლო შემდეგ შეამოწმოთ პასუხები. სწავლის ეფექტურობისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
თემები: დაბრკოლებების გადალახვა, მიზანი, წარმატება, რჩევები, მოტივაცია, ინტელექტუალი
<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>