საქვეყნოდ ცნობილია, რომ მსახიობი ჯორჯ კლუნი მრავალი მდიდრული ბინის პატრონია, თანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აგარაკი იტალიური ზაფხულისთვის, მსახიობმა 2002 წელს შეიძინა.

ვილა ოლეანდრა ისტორიული შენობაა, რომელიც 18-ე საუკუნიდან ლაგოს ტბის მშვენებად ითვლება. მსახიობს ეს სიამოვნება სულ რაღაც 11.7 მილიონი $ დაუჯდა.

ვილას 25 ოთახი, გარე თეატრი, საცურაო აუზი და გიგანტური ფარეხი აქვს, სადაც მსახიობის მოტოციკლების კოლექციაა დაცული. ტენისის კორტები, სრულად აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი, გიგანტური ბაღები, მდიდრული აბაზანები და მოჩუქურთმებული დეტალები ამშვენებს ჯორჯ კლუნის ზღაპრულ სახლს.

ომოს ტბაზე აგარაკი უამრავ ცნობილ ადამიანს აქვს. მაგალითად, ჯორჯ კლუნის მეზობელია დიზაინერი დონატელა ვერსაჩე. ასეთ ადგილებში აგარაკები პოპულარულია, რადგან სელებრითებს განმარტოება და სელებრით მეგობრებთან ერთად დასვენება სურთ. თუმცა ამის გამო კომოს ტბა პაპარაცების საყვარელი ლოკაციაცაა.

მსახიობს ხშირად სტუმრობენ მეგობრები. გასულ წელს დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა მთელი კვირა გაატარეს კომოს ტბის მდიდრულ აგარაკზე!