სილამაზე

5 პროდუქტი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს კოსმეტიკის ჩანთაში - მეიქაფ-არტისტი კარინა ქარდავა გირჩევთ

5 პროდუქტი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს კოსმეტიკის ჩანთაში - მეიქაფ-არტისტი კარინა ქარდავა გირჩევთ

თუ ძალიან გიყვართ მაკიაჟის კეთება და ხშირად სხვადასხვა ბრენდებს შორის არჩევანის გაკეთებაც გიჭირთ, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ მეიქაფ-არტისტ კარინა ქარდავას საინტერესო რჩევები

5 პროდუქტი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს კოსმეტიკის ჩანთაში - მეიქაფ-არტისტი კარინა ქარდავა გირჩევთ

- კარინა, რა გიყვარს შენს საქმიანობაში ყველაზე მეტად?

- ზოგადად იმდენად შეყვარებული ვარ ჩემს პროფესიაზე, რომ სიამოვნებას მანიჭებს ყველაფერი მასთან დაკავშირებული, მაგრამ გამოვყოფდი მომენტს, როდესაც მომხმარებელი იღებს სასურველ შედეგს და გამოხატავს კმაყოფილებას.

- რატომაა ქალისთვის მნიშვნელოვანი თავის მოვლა?

- ხშირად ახალგაზრდები ვერ აღიქვამენ სახის სწორად მოვლის მნიშვნელობას, მაგრამ 25 წლის შემდეგ კანში იკლებს ჰიალურონის მჟავა, რასაც თან სდევს გარკვეული სახის პრობლემები, რომლებიც სხვადასხვა სახით ვლინდება. ამიტომ საჭიროა თითოეულმა ჩვენთაგანმა ადრეული ასაკიდანვე შევისწავლოთ ჩვენი კანი და სწორად შევარჩიოთ მოვლის საშუალებები. კარგად მოვლილი სახის კანი მეტ თავდაჯერებულობას და სიხალისეს გვმატებს.

BO-3 Instagram Post

- როგორია შენი თავის მოვლის რუტინა?

- სახის კანის გასუფთავება , კვირაში 2 -ჯერ ვიყენებ სკრაბს , გარდა ამისა ყოველ დღიურად ვიყენებ შრატს და დამატენიანებელ საცხს.

- რა რჩევებს მისცემდით მკითხველს სახის კანის მომზადებასა და სახის მოდელირება/კორექციის შესახებ;

- პირველ რიგში აუცილებელია სახის კანი იყოს სუფთა, დეკორატიული კოსმეტიკის დატანების წინ აუცილებელია გამოვიყენოთ მოვლის საშუალება, შემდეგ კი პრაიმერი (ბაზა-რომელიც ათანაბრებს კანის ტექსტურას და მაკიაჟი არის მეტად მდგრადი).

5 პროდუქტი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს კოსმეტიკის ჩანთაში - მეიქაფ-არტისტი კარინა ქარდავა გირჩევთ

სახის მოდელირებას რაც შეეხება შეგვიძლია გავიკეთოთ როგორც კრემოვანი, ასევე პუდროვანი პროდუქტებით. ყვრიმალების გამოყოფის დროს დაიცავით მანძილი ყვრიმალსა და ტუჩს შორის (2 თითის შუალედი). ხოლო ცხვირის კორექციის დროს მუქი ხაზები დასვით მაქსიმალურად ახლოს რომ ცხვირი გამოჩნდეს მეტად თხელი. აუცილებელია გაკეთდეს ბუნებრივი გადასვლა.

- რომელია შენი საყვარელი პროდუქტები?

- ყველა ის პროდუქტები, რომელიც მეხმარება ჩემი საქმის სწორად შესრულებაში, ძირითადად ვიყენებ პროფესიონალურ ხაზს MAC, Smashbox, Este Lauder.

- 5 პროდუქტი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს კოსმეტიკის ჩანთაში;

- კორეკტორი, პუდრა, რუჟი, ტუში და წითელი ტუჩსაცხი.

- ბოლო პერიოდის ამოჩემებული პროდუქტი;

- MIA - ს BB კრემი, MIA - სჰაილაითერი, MAC prolongwear concealer, MAC studio fix powder - ეს არის პროდუქტები რომელიც სულ მოიპოვება ჩემს ჩანთაში.

- როგორ მაკიაჟს ანიჭებ უპირატესობას?

- ბუნებრივად და კარგად დამუშავებული სახის კანი, მიყვარს ძალიან თვალების გამოკვეთა.

BO-5 Custom embed code

- 3 რჩევა მკითხველს თავის მოვლასთან დაკავშირებით

I რჩევა: დეკორატიულ კოსმეტიკის გამოყენებისას თავის მოვლის საშუალებები აუცილებლად დაიტანეთ სუფთა კანზე.

II რჩევა: სწორად შეარჩიეთ დეკორატიული კომსმეტიკა პროფესიონალებთან ერთად.

III რჩევა: და ბოლოს, ყოველ დილას დაუთმეთ თქვენს თავს დრო 15-20 წუთი თქვენივე სილამაზისთვის და თავდაჯერებულობისთვის.