სილამაზე

როგორ გამოიყურება 2020 წლის ზაფხულის ტრენდული მაკიაჟი - რჩევები ვიზაჟისტ ქრისტი ვეკუასგან

როგორ გამოიყურება 2020 წლის ზაფხულის ტრენდული მაკიაჟი - რჩევები ვიზაჟისტ ქრისტი ვეკუასგან

ვიზაჟისტი ქრისტი ვეკუა მაკიაჟის კეთების პროცესს ხატვას ადარებს, როდესაც მუზები თავისას შვრებიან და ელოდება იმ გადამწყვეტ მომენტს, როდესაც მოდელის სახეზე კმაყოფილებას ხედავს.

როგორ უნდა შეინარჩუნოს ქალმა ახალგაზრდული იერი და რა არის გადამწყვეტი ფაქტორი ამისთვის, წაიკითხეთ ქრისტის რჩევები

 - ქრისტი, რა გიყვარს შენს საქმიანობაში ყველაზე მეტად ?

- ყველაფერი მიყვარს... მუზები თავისას შვებიან და მაკიაჟის კეთების პროცესში ბოლომდე ვარ ჩართული, ისე როგორ ხატვაში". ამ დროს, არაფერი მახსოვს და ეს ის საქმიანობაა, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ასევე განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც მოდელის სახეზე დადებით ემოციებს ვხედავ...

- რატომაა მნიშვნელოვანი თავის მოვლა?

BO-3 Instagram Post

- აუცილებელი და მნიშვნელოვანია ეგ საკითხი ყველა ქალისთვის. სამწუხაროდ, წლების მატებასთან ერთად იცვლება ჩვენი გარეგნობა და უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავს მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ახალგაზრდა იერი.

- როგორია 2020 წლის ზაფხულის მაკიაჟის ტრენდები?

- სხვათაშორის, ძალიან მოდურია ფერადი წამწამები... ასევე უფერო ან გაღიავებული წარბები.

- როგორ უნდა მივიღოთ მაკიაჟის კეთებისას მბზინვარე/Glowing ეფექტი?

BO-1 Multipic:
  • პირველი - მოამზადეთ კანი ტონალურისთვის შესაბამისი ბაზით.
  • მეორე - არსებობს უკვე მზა - Glow ეფექტით ტონალური ფუძე, მაგრამ თუ ასეთი არ გაქვთ, ტონალურ კრემს გაურიეთ ცოტა რაოდენობის კრემოვანი ჰაილაითერი და დაიტანეთ სახეზე.

- რომელია შენი საყვარელი პროდუქტები?

- ასე ნამდვილად ვერ გამოვყოფ. ყველაფერი მიყვარს შვილებივით, რაც ჩემს სამუშაო „ქეისშია“.

- 5 პროდუქტი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ამ ზაფხულს;

- სახის პრაიმერი, ტონალური, კონტურონგის პალიტრა, ტუში და ტუჩსაცხი

- ბოლო პერიოდის ამოჩემებული პროდუქტი რომელია?

BO-2 Instagram Post

- წითელი ტუჩსაცხი.

- ზაფხულის როგორ მაკიაჟს ურჩევდი ჩვენს მკითხველს?

- სწორად გაირუჯონ და თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაქსიმალურად მსუბუქი მაკიაჟით შემოიფარგლონ.

- 3 რჩევა ქალებს თავის მოვლასთან დაკავშირებით.

- სწორი კვება, სპორტი და კარგი ძილი აუცილებლად აისახება ჩვენს გარეგნობაზე დადებითად.