15 იდეა ქალებს - როგორ გაიკეთოთ მარტივი და ბუნებრივი ვარცხნილობა
- 08.06.2020
შესაძლოა, ბუნებრივი თმის ტარება დასაწყისში სულაც არ მოგეწონოთ, მაგრამ როგორც კი შეეჩვევით, დაინახავთ რა კარგი გადაწყვეტილება მიიღეთ. ბუნებრივი თმა ძალიან მარტივი მოსავლელი და რაც მთავარია, ჯანმრთელია.
დაივიწყეთ თმის გასასწორებელი ფენი, თმის უთო, დასახვევი მოწყობილობები და კიდევ ბევრი ნივთი, რომელიც თმას აშრობს, წვავს და აფუჭებს.
როგორი თმაც არ უნდა გქონდეს, სწორი თუ ხვეული, ჩვენ გთავაზობთ 15 მოდურ სტილს, როგორ გაიკეთოთ ბუნებრივი ვარცხნილობა.
1. თმის ნებისმიერი ტიპისთვის - მარტივი და ლამაზი ნაწნავი;
2. თმის ნებისმიერი ტიპისთვის - ნახევრად გაშლილი თმა, რომელიც ყველა ლუქს უხდება;
3. ტალღოვანი თმებისთვის - დაიწანით ნახევარი თმა, ეს ყველაზე მარტივი და საყვარელი ვარცხნილობაა;
4. თმის ნებისმიერი ტიპისთვის - აჩეჩილი და შეკრული კუდი;
5. სწორი თმისთვის - ნახევრად დაწნული თმა და თავისუფალი ბოლოები;
6. ხვეული თმისთვის - ბუნებრივი და თავისუფალი. რა თქმა უნდა, ხვეული, გაშლილი თმა ბოლო სეზონების ტრენდია;
7. ხვეული ან ტალღოვანი თმისთვის - მოცულობითი, ფუმფულა კიკინები;
8. ხვეული თმისთვის - თუ სრულად გაშლილ თმას ვერ ატარებთ, ცალ მხარეს დამაგრებული ვარცხნილობა საუკეთესო გამოსავალია;
9. სწორი ან ტალღოვანი თმისთვის - კლასიკური „ცხენის კუდი“, ნაწნავის დეტალებით;
10. სწორი ან ტალღოვანი თმისთვის - კვლავ „ცხენის კუდი“, ამჯერად დაგრეხილი თმით;
11. თმის ნებისმიერი ტიპისთვის - არ დაივარცხნოთ თმა, აიწიეთ ზემოთ, ზედაპირულად დაიმაგრეთ და მზადაა - სეზონის ფავორიტი, აჩეჩილი კონა თქვენია!
12. თმის ნებისმიერი ტიპისთვის - გიყვართ როგორ იტალღება თქვენი თმები ზღვის სანაპიროზე? ასეთი ტალღოვანი თმები ქალაქშიც აქტუალურია.
13. თმის ნებისმიერი ტიპისთვის - ორი ცალი, სიმეტრიული ნაწნავი ზაფხულში ძალიან მოსახერხებელია!
14. ხვეული თმისთვის - წვრილ-წვრილი ნაწნავები. ასე ნამდვილად არ დაგცხებათ ზაფხულში. თანაც, თმას ადვილად დაიმორჩილებთ;
15. თმის ნებისმიერი ტიპისთვის - გვერდზე გადმოგდებული „ცხენის კუდი“. ეს ვარცხნილობა ნამდვილად ძალიან გლამურული და დახვეწილია!
თემები: თმა, თავის მოვლა, რჩევები ქალებს, ტრენდი, Trend, ზაფხული, 2020 წელი
<a href="https://www.society19.com/">https://www.society19.com/</a>