მისი სამეფო უმაღლესობა, შვედეთის გვირგვინის პრინცესა
მეფე კარლ XVI-ის უფროსი ქალიშვილი, პრინცესა ვიქტორია, სამეფო ტახტის მემკვიდრეა. შვედეთის პრინცესა ცნობილია თავისი გამორჩეული გემოვნებით.
1. ამ ფოტოზე პრინცესა ვიქტორია საკუთარ შვილთან, ესტელასთან ერთადაა აღბეჭდილი. შვედეთის მომავალმა დედოფალმა რალფ ლორენის საზაფხულო კაბა მოირგო.
2. პრინცესა ვიქტორია საკუთარი დის, პრინცესა მადელაინის ქორწილში.
3. როდესაც პრინცესა ვიქტორია შვედეთის სამეფო ტახტზე ავა, ის გახდება პირველი ქალი, რომელიც 1700-იანი წლების შემდეგ შვედეთს გაუძღვება. დარწმუნებულები ვართ, ის ამ გამოწვევას ძალიან მოდურად გაუმკლავდება.
მისი უმაღლესობა, შეიხა მოზა ბინთ ნასერ ალ-მისნედი
გაიცანით არაბული სამეფოს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალი, ყატარის ემირის შეიხ ჰამადა ბენ კალიფა-ალ-ტანის სამი ცოლიდან რიგით მეორე, 7 შვილის დედა და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მოდური პირველი ლედი. ასევე, რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, შეიხა მოზა პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა.
1. შეიხა მოზა დედოფალ ელიზაბეტ II-სთან ერთად.
2. შეიხას ხშირად მოიხენიებენ როგორც სამყაროს ყველაზე ელეგანტურ ქალს.
3. ჟან პოლ გოტიე, ჰერმესი, ჯამბატისტა ვალი - ამ დიზაინერებს ყველაზე ხშირად იხილავთ შეიხა მოზას გარდერობში. ამბობენ, რომ ჟაკლინ კენედის შემდეგ, შეიხა ყველაზე გავლენიანი ქალია მსოფლიო ისტორიაში.
მისი უმაღლესობა, მონაკოს პრინცესა
შარლენე ვიტსტოკი, მონაკოს პრინცი ალბერტის მეუღლეა. მართალია ის სტილის აიკონია, თუმცა საზოგადოებამ გაიცნო, როგორც ოლიმპიური მოცურავე.
1. წითელი ნამდვილად ვალენტინოს ფერია. მონაკოს პრინცესა დიზაინერის კაბაში ნამდვილად განუმეორებელია.
2. სამეფო წოდება, რომელსაც მონაკოს პრინცესა ატარებს - „ Serene Highness” შარლენემდე გრეისი კელის ეკუთვნოდა.
3. ოფიციალური საქმიანი ვიზიტებისთვის პრინცესა უპირატესობას არმანის ანიჭებს.
თემები: სტილი, ტრენდი, ჩაცმულობა, პრინცესები
<a href="https://www.countryliving.com/">https://www.countryliving.com/</a>