ზაფხულის პირველი თვე უკვე დასასრულს უახლოვდება. მართალია შემოდგომამდე კიდევ ორი მზიანი და გრძელი თვეა დარჩენილი, თუმცა მოდის მიმდევრებმა იციან, რომ მომდევნო სეზონისთვის მზადება სწორედ ახალ იწყება.

გაეცანით 2020 წლის შემოდგომის 8 ყველაზე მნიშვნელოვან ტრენდს და მოამზადეთ გარდერობი წვიმიანი დღეებისთვის.

1. კუბოკრული პრინტი

ეს სეზონი დაცლილი იქნება პრინტებისგან, მაგრამ კლასიკად ქცეულ კუბოკრულს გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით.

2. როგორც ყოველთვის - შავი ფერი

მართალია 2020 წლის გაზაფხული და ზაფხული ღია ფერების აქტუალობით დაგვამახსოვრდება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ შემოდგომაზე მათი დავიწყება მოგიწევთ. შავი ფერის ელეგანტურობა ყველა ქალის გარდერობში დაბრუნდება.

3. ე.წ. ფოჩები

შეგიძლიათ ყველაფერს შეუხამოთ - იქნება ეს ტყავის პიჯაკი თუ საღამოს კაბა.

4. „ოპერის ხელთათმანები“

დიახ, კლასიკური ხელთათმანები ბრუნდება. ლუქის შექმნისას გაითვალისწინეთ, რომ სასურველია დანარჩენი ტანსაცმლისგან კონტრასტული ფერი აირჩიოთ.

5. ტყავის პალტოები

გახსოვთ ფილმი „მატრიცა“? დიახ, დიახ, 2000-იანების ტრენდი დაბრუნდა. მაგრამ ამჯერად დაიმახსოვრეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ აირჩიოთ ნატურალური ტყავის მასალა.

6. მეწამული

წითელი ფერი ყველა ქალს უხდება. თუმცა აუცილებელია, მისი ტონალობა სწორად აარჩიოთ.

7. მოდური ბოტები

შემოდგომა უცნაური სეზონი იქნება. მოუთმენლად ველოდებით „ოპერის ხელთათმანებისა“ და მოდური ბოტების კომბინაციას.

8. პიჯაკი ქამრით

გასულ სეზონებზე პიჯაკი ყველაზე აქტუალური სამოსი იყო. ეს ტენდენცია შემოდგომაზეც შენარჩუნდება, თუმცა ამჯერად აუცილებლად ქამართან ერთად მოგვიწევს მორგება.