შეხსენება: მთელს მსოფლიოში უამრავი ქალია მარტო. ისინი ზუსტად ისეთივე წარმატებულები, სექსუალურები და ბედნიერები არიან, როგორც ის ქალები, ვისაც ოჯახი ჰყავთ.
შეწყვიტე „მეორე ნახევრის“ ძიება, რადგან შენ უკვე ერთი მთლიანობა ხარ და დატკბი საკუთარი მარტოობით. როდესაც ცხოვრების სიყვარულს იპოვი, საერთოდ აღარ დაგრჩება დრო საკუთარი თავისთვის. ამიტომ იზეიმე შენი მარტოობა ახლა და რაც შეიძლება მეტად მოუსმინე საკუთარ გულს!
სულაც არაა უჩვეულო, რომ ზოგჯერ თავს მეტისმეტად მარტოდ გრძნობ და უბრალოდ სიყვარული გჭირდება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა, რომელიც ცხოვრებაში გექნება, ეს შენს თავთან ურთიერთობაა.
წაიკითხეთ 5 ციტატა შთაგონებისთვის და დატკბით საკუთარ თავთან ყოფნით!
- “არსებობს ერთი მომენტი, რომელიც მარტოობისას უნდა დააფასო. თუ ერთი კვირაა მარტო ხარ, ან სულაც მთელი ცხოვრება, აუცილებლად აღმოაჩენ ამ ერთ წამს. წამს, როდესაც გააცნობიერებ, რომ არავისთან არ გაქვს ურთიერთობა. არც მშობლებთან, არც შინაური ცხოველები გყავს, არც ოჯახის წევრები და არც მეგობრები. ამ ერთ წამში გაანალიზებ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ შენი თავის იმედი გაქვს“ - ალისა, „შეყვარებულის გარეშე“
- „იქნებ ბედნიერი დასასრული სულაც არ გულისხმობს ბიჭს, იქნებ... შენ, მხოლოდ შენ უნდა გაამთელო ნაწილები და ხელახლა დაიწყო. გაათავისუფლო შენი თავი და უკეთესი მომავლისთვის მოემზადო“ - ჯიჯი, „დანიშვნა ან ნიშნავს დაქორწინებას“
- „მე არ ვარ ჩიტი და ვერც ერთი ხაფანგი ვერ მომამწყვდევს. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და თავისუფალი ნება გამაჩნია“ - შარლოტა ბრონტე, „ჯეინ ეარი“
- „ვერ ვიგებ, რატომ ვეძებდი მთელი ცხოვრება ბედნიერებას, როდესაც ის, მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩემს გვერდით ყოფილა?“ - ელიზაბეტ გილბერტი, „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“
- “მარტოხელა და გასაოცარი, ძახილის ნიშანი“ - ქერი ბრედშოუ, „სექსი დიდ ქალაქში“
თემები: ურთიერთობა, ქალები, მარტოსულობის უპირატესობანი, მარტოხელა
<a href="https://www.cosmopolitan.com/">https://www.cosmopolitan.com/</a>