LIFE

თუ მარტო ხარ და ცხოვრების სიყვარულს ეძებ... - 5 რჩევა ქალებს

თუ მარტო ხარ და ცხოვრების სიყვარულს ეძებ... - 5 რჩევა ქალებს

შეხსენება: მთელს მსოფლიოში უამრავი ქალია მარტო. ისინი ზუსტად ისეთივე წარმატებულები, სექსუალურები და ბედნიერები არიან, როგორც ის ქალები, ვისაც ოჯახი ჰყავთ.

თუ მარტო ხარ და ცხოვრების სიყვარულს ეძებ... - 5 რჩევა ქალებს

შეწყვიტე „მეორე ნახევრის“ ძიება, რადგან შენ უკვე ერთი მთლიანობა ხარ და დატკბი საკუთარი მარტოობით. როდესაც ცხოვრების სიყვარულს იპოვი, საერთოდ აღარ დაგრჩება დრო საკუთარი თავისთვის. ამიტომ იზეიმე შენი მარტოობა ახლა და რაც შეიძლება მეტად მოუსმინე საკუთარ გულს! 

თუ მარტო ხარ და ცხოვრების სიყვარულს ეძებ... - 5 რჩევა ქალებს

სულაც არაა უჩვეულო, რომ ზოგჯერ თავს მეტისმეტად მარტოდ გრძნობ და უბრალოდ სიყვარული გჭირდება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა, რომელიც ცხოვრებაში გექნება, ეს შენს თავთან ურთიერთობაა.

თუ მარტო ხარ და ცხოვრების სიყვარულს ეძებ... - 5 რჩევა ქალებს

წაიკითხეთ 5 ციტატა შთაგონებისთვის და დატკბით საკუთარ თავთან ყოფნით!

  • “არსებობს ერთი მომენტი, რომელიც მარტოობისას უნდა დააფასო. თუ ერთი კვირაა მარტო ხარ, ან სულაც მთელი ცხოვრება, აუცილებლად აღმოაჩენ ამ ერთ წამს. წამს, როდესაც გააცნობიერებ, რომ არავისთან არ გაქვს ურთიერთობა. არც მშობლებთან, არც შინაური ცხოველები გყავს, არც ოჯახის წევრები და არც მეგობრები. ამ ერთ წამში გაანალიზებ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ შენი თავის იმედი გაქვს“ - ალისა, „შეყვარებულის გარეშე“
  • „იქნებ ბედნიერი დასასრული სულაც არ გულისხმობს ბიჭს, იქნებ... შენ, მხოლოდ შენ უნდა გაამთელო ნაწილები და ხელახლა დაიწყო. გაათავისუფლო შენი თავი და უკეთესი მომავლისთვის მოემზადო“ - ჯიჯი, „დანიშვნა ან ნიშნავს დაქორწინებას“
  • „მე არ ვარ ჩიტი და ვერც ერთი ხაფანგი ვერ მომამწყვდევს. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და თავისუფალი ნება გამაჩნია“ - შარლოტა ბრონტე, „ჯეინ ეარი“
  • „ვერ ვიგებ, რატომ ვეძებდი მთელი ცხოვრება ბედნიერებას, როდესაც ის, მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩემს გვერდით ყოფილა?“ - ელიზაბეტ გილბერტი, „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“
  • “მარტოხელა და გასაოცარი, ძახილის ნიშანი“ - ქერი ბრედშოუ, „სექსი დიდ ქალაქში“



<a href="https://www.cosmopolitan.com/">https://www.cosmopolitan.com/</a>