5 წუთი ყოველ დღე - 14 რამ, რაც შენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის უნდა გააკეთო
- 27.06.2020
ყოველდღიურად გაწმინდე მობილური ტელეფონი. ის იმაზე ბინძურია, ვიდრე შენ გგონია;
დაურეკე მეგობრებს, ვისაც იცი, რომ ცხოვრების რთული პერიოდი აქვთ - დეპრესია, დაშორება, წარუმატებლობა... ეს დიდ დროს არ წაიღებს, თუმცა მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს შენი მხარდაჭერა;
გაღვიძებისთანავე ოჯახის წევრებს მიესალმეთ და ბედნიერი დღე უსურვეთ.
ჩაეხუტეთ და მოეფერეთ თქვენს შინაურ ცხოველებს. აკოცეთ შუბლზე და ნახეთ, რამხელა მხარდაჭერას იგრძნობთ მასთან სიახლოვისას.
აწარმოეთ დღიური, სადაც დღის განმავლობაში თქვენს აზრებსა და იდეებს ჩაწერთ.
დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ დალიეთ ჭიქა წყალი.
თუ თავდაჯერებული არ ხართ - 30 წამის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ იფიქრეთ რა მოგწონთ თქვენს თავში. სინამდვილეში, ამას დიდი დრო არ სჭირდება, თუმცა დროთა განმავლობაში, თქვენს თვითშეფასებაზე პოზიტიურ გავლენას აუცილებლად იქონიებს;
ყოველდღიურად დაიბანეთ სახე სპეციალური გამწმენდი საშუალებებით. მაშინაც კი, თუ ვიზუალურად არ გჭირდებათ დაბანა. სუფთა ფორები - ეს კანის ჯანმრთელობის საიდუმლოა!
გამოიყენე მზისგან დამცავი, მაშინაც კი, თუ გასარუჯად სულაც არ მიდიხარ. მოგვიანებით, სახის კანი აუცილებლად გადაგიხდით მადლობას და პირველი ნაოჭები, აუცილებლად დააგვიანებენ თქვენს სახეზე გაჩენას;
დღის ბოლოს, აუცილებლად შეაჯამე განვლილი დღე. იქნება ეს წერილობით, გონებაში თუ საყვარელ ადამიანთან გაზიარება. ყველა დღე მნიშვნელოვანი და საინტერესოა!
აუცილებლად ისაუზმე! გაიღვიძე 30 წუთით ადრე, გაამზადე საუზმე და მიიღე საჭირო ენერგია. ეს ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის;
გაასწორე საწოლი. თქვენ ეს მოსაწყენად გეჩვენებათ, სინამდვილეში კი გონებას უგზავნით სიგნალს, რომ ნამდვილად გათენდა და ახალი დღე დაიწყო;
მედიტაცია - ესაა სიმშვიდის, თვიშემეცნების და განვითარების აუცილებელი კომპონენტი. დაუთმეთ მხოლოდ 5 წუთი და შედეგს მალევე დაინახავთ;
გააკეთე გაწელვები. შედეგად კი გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და თქვენი ფიზიკური ტონუსი.
თემები: სიყვარული, ფსიქოლოგია, ყურადღება, ბედნიერება, ურთიერთობა, ჯანმრთელობა
<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>