SEX

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი I

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი I

საინტერესო ფაქტი: ქალების უმრავლესობა ანატომიური მახასიათებლების გამოსახატად, სიტყვა ვაგინას იყენებს. სინამდვილეში, ეს სიტყვა მხოლოდ მცირე მონაკვეთს - ვულვადან (გარეთა, ხილული ნაწილი) საშვილოსნოს ყელამდე (საშვილოსნოს ყველაზე დაბალი ნაწილი) არსებულ მოკლე არხს ეწოდება.

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი I

ეს მხოლოდ ერთ-ერთი მითია, რომელიც ქალის ანატომიურ აგებულებას უკავშირდება. სამწუხარო რეალობაა, რომ ქალებთან და მათ ანატომიასთან დაკავშირებით სხვა უამრავი „ფაქტი“ არსებობს, რომელთა ნამდვილობაშიც, ეჭვი არავის ეპარება.


გაიცანით მეცნიერულად დადასტურებული 5 ფაქტი შენი ვაგინის შესახებ:


G-spot უბრალოდ არ არსებობს

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი I

უკანასკნელი კვლევებით დასტურდება, რომ G-spot უბრალოდ მითია. ეს ტერმინი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს და აღნიშნავს ერთ კონკრეტულ, ძალიან მგრძნობიარე წერტილს, რომლის სტიმულირებაც ორგაზმის გარანტიაა.

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი I

მეცნიერულად დადასტურებულია ფაქტია, რომ არავითარი ასეთი ორგანო, თუნდაც სტრუქტურა არ არსებობს. შეუძლებელია ვაგინის სტანდარტიზაცია - ქალის ანატომიური ორგანო იმდენად მრავალფეროვანი და განსხვავებულია, რამდენი ქალიც არსებობს. თითოეულ ვაგინას თავისი საკუთარი მგრძნობელობა და შესაბამისად, სიამოვნების განცდის უნარი ახასიათებს.

ყველა, ვისაც ვაგინა აქვს, ქალი არ არის

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი I

ადამიანის სექსუალური ორგანოები არ განაპირობებენ მის გენდერს. ადამიანი, რომელიც ვაგინით დაიბადა, შესაძლებელია იყოს ტრანს მამაკაცი, მამრობითი სქესის, გენდერნეიტრალური, გენდერფლუიდური ან უბრალოდ, გენდერს საერთოდაც არ აღიარებდეს.

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი II

ყველა ქალი აპკით არ იბადება

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი I

ეს თხელი აპკოვანი სტრუქტურა, ვაგინის შესასვლელში მდებარეობს. მიიჩნევა, რომ აპკი ყველა ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. უამრავი ქალი იბადება ვაგინის შესასვლელთან არსებული აპკის გარეშე. უფრო მეტიც, შესაძლებელია დაბადებიდან არსებული აპკის მთლიანობა სპორტულმა აქტივობებმა, ტამპონებმა ან სამედიცინო პროცედურებმა დაარღვიოს. ასე რომ აპკის არარსებობა, სექსუალური ცხოვრების ნიშანი ვერ იქნება.

ლაბია არსებობს ყველა ფორმის და ზომის

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი I

ლაბია, იგივე სასირცხვო ბაგეები, ვაგინის ხილული ნაწილია. არ არსებობს სტანდარტული ზომა, ფორმა ან ფერი, როგორი უნდა იყოს ლაბია. თითოეული ქალის სასირცხვო ბაგეები ერთადერთი და უნიკალურია.

დროთა განმავლობაში ვაგინა არ ფართოვდება

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი I

ვაგინა საოცრად ელასტიკურია. იმდენად, რომ მას შეუძლია ბავშვი გამოატაროს და ისევ საწყის ფორმას დაუბრუნდეს. დიახ, ის ფაქტი, რომ ვაგინა ბევრი სექსისგან ფართოვდება, მხოლოდ მითია, რომელიც მამაკაცებმა ქალების სექსუალობის გასანეიტრალებლად მოიგონეს.



<a href="https://www.cosmopolitan.com/">https://www.cosmopolitan.com/</a>