სტილი

ზაფხულის 3 კაბა J Crew-სგან, რომელიც შეგიძლია ახლავე შეიძინო

ზაფხულის 3 კაბა J Crew-სგან, რომელიც შეგიძლია ახლავე შეიძინო

არაფერი უხდება მზიან ამინდებს ისე, როგორც საზაფხულო, გრილი და ფერადი კაბები. კაბები, რომლებშიც ყველას დაამახსოვრდებით.

დაათვალიერეთ, ყველაზე განსაკუთრებული სამი კაბა ამ სეზონისთვის. თანაც, თითოეული ნივთი, ყველასთვის საყვარელი ბრენდის, J Crew-ს კოლექციიდანაა. მათი შეძენა ნავნეს მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ფასად.

1. ყვითელი ფერი 2020 წლის ზაფხულის ტრენდია

ზაფხულის 3 კაბა J Crew-სგან, რომელიც შეგიძლია ახლავე შეიძინო

ქალური, დახვეწილი და მხიარული ყვითელი კაბა, რომლის მორგებაც განსხვავებული სტილით შეიძლება - კლასიკური ან მხრებზე გადასული. ასეთ კაბას აუცილებლად დაბალძირიანი, ნათელი ფერის, სადა ფეხაცმელი უნდა შეუხამოთ. ზოლიანი ჩანთა ყვავილის ორნამენტებით კი, ნამდვილად დაასრულებს თქვენს განსაკუთრებულ ლუქს. 

BO-6 Multipic:

2. კლასიკად ქცეული კუბოკრული პრინტი 

ზაფხულის 3 კაბა J Crew-სგან, რომელიც შეგიძლია ახლავე შეიძინო

ეს ლუქი 60-იანი წლების ინსპირაციითაა შექმნილი. კუბოკრული პრინტი, ქალური სილუეტი და დაბალძირიანი, ნეიტრალური ფერის ფეხსაცმელი ნამდვილი კლასიკაა. გასახალისებლად შეგიძლიათ სეზონის მთავარი ტრენდი, ჩალის ჩანთა და რეტრო სტილის, CAT-EYE სათვალე შეუხამოთ. ამ ლუქით ნებისმიერი ადამიანის გულს დაიპყრობთ.

BO-4 Multipic:

3. 60-იანი წლების სტილი ამ სეზონის ტრენდია 

ზაფხულის 3 კაბა J Crew-სგან, რომელიც შეგიძლია ახლავე შეიძინო

დახვეწილი, სადა და მარტივი ზოლიანი კაბა. სილუეტი - რა თქმა უნდა დახვეწილი და ქალური. ასეთ კაბას არ სჭირდება განსაკუთრებული დეტალები. მისი მთავრი ხიბლი, მის სიმარტივეშია. თანაც, ცისფერისა და თეთრის კომბინაცია ყველაფერია, რაც ამ ზაფხულს დაგჭირდებათ!

BO-8 Custom embed code