1. რეალობა ისაა, რასაც თქვენ აღიქვამთ

ეს სიმართლეა. სამყაროს თქვენეული აღქმა განსაზღვრავს თქვენს შეხედულებებს და ცხოვრების წესს. უფრო მეტიც, ის, თუ როგორ აღიქვამთ სამყაროს განსაზღვრავს თქვენს ინტერესებს, შიშებს და საფუძველს, რომელზეც აშენებთ მთელს ცხოვრებას.

ყველა ადამიანს იმაზე მეტი უნდა, ვიდრე აქვს. თუმცა შესაძლებელია, ეს მხოლოდ ქვეცნობიერ დონეზე ვლინდებოდეს. ცხოვრების ყველა ეტაპზე, შემეცნებას განსაკუთრებული როლი ენიჭება. სწავლა და გაგება ისაა, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებთ. რაც უფრო მეტს სწავლობ, მით მეტად ხვდები, რა არ იცი. ამიტომ ჰკითხეთ საკუთარ თავს - რა არ ვიცი? რისი სწავლა მინდა? არ არსებობს არასწორი პასუხები. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ისწავლოთ ისაა, რომ შეცდომები, პიროვნული ზრდისა და განვითარების საფუძველია.

2. ყველაფერი დროებითია

ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტები დროებითია. ყველაზე ცუდი მომენტებიც აუცილებლად გაივლის. რაც არ უნდა ხდებოდეს, უბრალოდ მადლიერი უნდა იყო, იმიტომ, რომ მუდმივი არაფერია და ყველა მომენტი დავიწყებას მიეცემა.

იმის ცოდნა, რომ ცუდი დღეები დასასრული არ არის და აუცილებლად გადალახავ, დაგეხმარება გაუმკლავდე რთულ სიტუაციებს. ცხოვრება სავსეა უჩვეულო მოვლენებით, სიურპრიზებით, აღმასვლებითა და დაღმასვლებით. ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ ცხოვრება მოგზაურობაა და არა დანიშნულების წერტილი. ამიტომ ეს გაკვეთილი ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა ცხოვრებით ტკბობა და ბედნიერება ისწავლოთ.

3. იცხოვრე მოცემული მომენტით

„თუ დეპრესიაში ხარ, მაშინ წარსულით ცხოვრობ. თუ შფოთი გაქვს, მაშინ მომავლით ცხოვრობ. თუ მშვიდად ხარ, მაშინ მოცემულ მომენტში ცხოვრობ“ - ლაო ძი

ადამიანები ყველაზე ხშირად იმაზე ვდარდობთ რაც უკვე მოხდა ან უნდა მოხდეს. არადა წარსული უკვე განვლილი გზაა და შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რა მოხდება მომავალში. ამ შიდა ბრძოლაში, ხშირად გვავიწყდება მომენტი, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. არადა ეს წამები აუცილებლად გადაიქცევა მოგონებებად. წარსულზე ზრუნვას, სჯობს მეტი დრო დავუთმოთ აწმყოს და დავტკბეთ თითოეული მომენტით.

ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბალანსია - წარსულის გაანალიზება, საკუთარი ქცევების შეფასება და უკეთეს მომავალზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. თუმცა ჩვენს ცხოვრებაა მოცემული მომენტია, რომელშიც ვიმყოფებით და ადგილი სადაც ახლა ვართ.