მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება. გამორჩეული გარეგნობის წყალობით, ჯერ კიდევ წლების წინ მანიკა ძალიან მალე შეამჩნია საზოგადოებამ და პოპულარობამაც არ დააყოვნა. ამჯერად ტელეწამყვანი საკუთარ სტილზე და საყვარელ ფერებზე გვესაუბრება...

- მანიკა, გიყვარს ტანსაცმლის შეძენა, რომელ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- „შოპაჰოლიკი“ არ ვარ, მაგრამ მიყვარს ტანსაცმლის ყიდვა. ზოგადად მოდის ინდუსტრიის მიმართ ინტერესი სულ მაქვს. მე თავისუფალ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, სისადავე მიყვარს ყველაფერში.

- რომელია შენი საყვარელი ფერი?

- ბანალური ვიქნები თუ ვიტყვი, რომ შავი ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი თმის ფერს ყველაზე მეტად უხდება. თეთრიც მიყვარს და ჭუჭყიანი ვარდისფერიც.

- ყოველდღიურად რომელ სტილსა და ბრენდს ირჩევ?

- ჯინსი იდეალურია ყოველდღიურობისთვის. რაც შეეხება ბრენდს, ამოჩემებული არ მაქვს. შერეულია ჩემი გარდერობი.

- იცოდი თუ არა J Crew-ს შესახებ ფოტოსესიამდე, როგორი წარმოდგენა გქონდა?

- სხვათაშორის j Crew -ს მომხმარებელი არ ვიყავი, მაგრამ იმდენდ მომეწონა ყველაფერი, უკვე ვიცი ამ ზაფხულს სად უნდა ვიშოპინგო.

- ურჩევ თუ არა ამ ბრენდის შეძენას სხვებს, რატომ უნდა აირჩიო J Crew?

- აუცილებლად ვურჩევ. ხარისხიანი, კომფორტული, ბიუჯეტური და მრავალფეროვანია.

- 5 რჩევა ზაფხულის ტანსაცმელისთვის, რომელიც ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს.

- ზაფხულში ძალიან მიყვარს ფერადი კაბები, ღია ფეხსაცმელი, შორტები და ფერადი მაისურები. საერთოდ მგონია , რომ უნივერსალური რჩევა არ არსებობს ქალისთვის ჩაცმასთან დაკავშირებით. მთავარია ჩვენ მოგვწონდეს რაც გვაცვია და არა სხვას.