LIFE

7 რამ, რაც უნდა გაიხსენო, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ

7 რამ, რაც უნდა გაიხსენო, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ

გახსოვდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმესთან ერთად ყოფნა გინდა, არ ნიშნავს, რომ ის შენთვის კარგია.

არ აჰყვე ვნებებს და არ მოიმოქმედო პირველივე რამ, რაც თავში ამოგიტივტივდება. მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, უნდა მოიფიქრო, საბოლოოდ შენთვის კარგად დასრულდება თუ არა ეს ურთიერთობა და რა სარგებელს მოგიტანს.

7 რამ, რაც უნდა გაიხსენო, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ

გახოვდეს, რომ უკეთესია მარტო იყო, ვიდრე არასწორ ადამიანთან დაკარგო დრო.

შესაძლოა, ახლა მარტოობა გაწუხებს, მაგრამ გაიხსენე, რამდენს იმსახურებ. არ უნდა დათანხმდე იმაზე ნაკლებს, ვიდრე გინდა. არ უნდა არიო შენი ცხოვრება და გეგმები. თუ იმ ადამიანთან დაიწყებ ურთიერთობას (ან გააგრძელებ), ვინც იცი, რომ შენთვის არაა შექმნილი, ბედნიერი მხოლოდ მცირე დროით იქნები. საბოლოოდ ეს ურთიერთობა კარგად არ დასრულდება.

7 რამ, რაც უნდა გაიხსენო, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ

გახსოვდეს, შენს სურვილებზე ძლიერი ხარ.

შეიძლება გიჭირს ადამიანის იგნორირება ან დავიწყება. შეიძლება ფიქრობ, რომ მის გარეშე გული გაგიტყდება. მაგრამ ეს სიმართლე არ არის. თუ მის გარეშე შეძლებ დღევანდელი დღის გატარებას, მის გარეშე ხვალინდელი დღეც ადვილად გაივლის.

7 რამ, რაც უნდა გაიხსენო, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ

გახსოვდეს, ეს არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც შენი გულში შეაღწია.

შესაძლოა, ახლა ერთადერთია ვინც გულს გიჩქარებს და მუცელში პეპლებს გიფარფატებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად გაივლის. შენ კიდევ შეძლებ შეყვარებას. კიდევ შეძლებ სხვა ადამიანების პოვნას, ვისაც შენი აღფრთოვანება შეუძლიათ. ეს არ არის შენი ერთადერთი ურთიერთობა. ცხოვრება ასეა მოწყობილი - ადამიანები მიდიან და მოდიან. შენ რჩები.

7 რამ, რაც უნდა გაიხსენო, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ

გაიხსენე, რატომაა მათთან ყოფნა ცუდი იდეა.

რატომ არ შეგეფერება ეს ადამიანი. გაიხსენე, რა დააშავა, როგორ გატკინა, როგორ გაგიცრუა იმედები. მუდამ გახსოვდეს, რომ იყო წამები, როცა მისი დანახვა არ გინდოდა. იმაზე ფიქრის ნაცვლად, როგორ ძალიან გენატრება, იფიქრე იმაზე, რომ ზოგჯერ მის გარეშე ბევრად უკეთ ხარ.

7 რამ, რაც უნდა გაიხსენო, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ

გაიხსენე ადამიანები, ვისაც ნამდვილად უყვარხარ.

ბევრი რამეა, რისი მიწერაც გინდა, მაგრამ უმჯობესია შენს მეგობრებს მისწერო და ესაუბრო. გაატარე დრო იმ ადამიანებთან, ვისაც ნამდვილად უყვარხარ. დაუმტკიცე საკუთარ თავს, რომ ტოქსიკური ადამიანის გარეშეც შეგიძლია გართობა. რაც ნაკლები დრო დაგრჩება მასზე ფიქრისთვის, მით მალე შეძლებ გათავისუფლებას.

7 რამ, რაც უნდა გაიხსენო, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ

გახსოვდეს, შენს თავთან გატარებული დრო, საუკეთესო რამაა.

არ გჭირდება ადამიანი, რომელიც გაგამხნევებს, გაგრძნობინებს რა ლამაზი და სასურველი ხარ. ეს ყველაფერი შენს თავში უკვე არსებობს. პირველ რიგში, საკუთარი თავის შეყვარებული იყავი.

7 რამ, რაც უნდა გაიხსენო, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>