ლაო ძი, ტაოიზმის ფუძემდებელი ამბობდა: „სიჩუმე უდიდესი ძალის გამოვლინებაა“.
სიჩუმე გვეხმარება გონებისა და სულის გამოკვებაში. გარდა ამისა, ადამიანებს ეხმარება შინაგანი მოთხოვნების გაანალიზებაში. სიჩუმის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჩვენი შინაგანი სამყარო და კრეატიულობის დახმარებით, გავაფართოვოთ მისი საზღვრები. სიჩუმე ეს არის ფიზიკური, მენტალური, ემოციური და მორალური სიძლიერის წყარო.
1. იფიქრე, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ
თანამედროვე ცხოვრების წესი ძალიან სწრაფია. სწორედ ამიტომ, ადამიანების უმრავლესობა სტრესის გავლენის ქვეშაა. გადაწყვეტილების მიღებამდე, ფაქტობრივად არ გვაქვს ფიქრისთვის. პრობლემის გადაჭრის სწრაფი გზა - ესაა მეთოდი, რომლითაც ვცხოვრობთ. ამიტომ, გადაწყვეტილებების უმრავლესობა ირაციონალური და შემთხვევითია.
რაციონალური, პრაქტიკული და სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად, სიჩუმე აუცილებელი კომპონენტია. ის გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, ჩავუღრმავდეთ საკითხს და გავიგოთ შინაარსი მანამ, სანამ საბოლოოდ განაჩენს გამოვიტანთ.
2. მოუსმინე, რათა გაიგო
„ზოგჯერ სიჩუმე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლაპარაკი“.
ალბათ გინახავთ ადამიანები, რომლებიც დისკუსიაში შესვლას ჩქარობენ. პროცესში კი არც მოწინააღმდეგეს სიტყვებს უფიქრდებიან და არც საკუთარი სათქმელის მნიშვნელობას. ისინი უბრალოდ ლაპარაკობენ და სინამდვილეში, არაფერს ამბობენ.
მიეცით დრო ადამიანს და უსიტყვოდ დაუგდეთ ყური. სიმშვიდე და ყურადღებით მოსმენა, აუცილებლად დაგეხმარებათ გაიგოთ სხვა ადამიანის პოზიცია და გააანალიზოთ მათი პერსპექტივა ეფექტიანად. კარგი მსმენელი ყოველთვის შესანიშნავი კომუნიკატორი და საუკეთესო გადაწყვეტილების მიმღებია.
3. გაჩუმდი, რათა პასუხები იპოვო
როდესაც ჩუმად ხარ, გონება და სული ერთმანეთთან გასაუბრებას ახერხებს. ამ ფაზაში კი შენი შთაგონება აქტიურდება. მარტოობასა და სიჩუმეში შესაძლებელია ისეთი პრობლემები გადაჭრა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებდა.
ყველა პასუხი ადამიანში იმალება. უბრალოდ ჩვენ, არასოდეს გვაქვს დრო მათ მოვუსმინოთ. ამის ნაცვლად ვამბობთ ცარიელ სიტყვებს და სხვა ადამიანებში ვეძებთ. სინამდვილეში კი უნდა გავჩუმდეთ და საკუთარ გულს მოვუსმინოთ.
თემები: ყურადღება, ურთიერთობა, მზრუნველობა, კარიერა
<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია