ყველა ვიცნობთ ქერი ბრედშოუს, 90-იანების მოდის აიკონს და უბრალოდ, გოგონას, რომელიც მეგაპოლისში სიყვარულს ეძებდა. გავრცელებული ხმების თანახმად, „სექსი დიდ ქალაქში“-ის მესამე ნაწილზე საუბარი დაწყებულია, თუმცა ამ დრომდე, ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

და მაინც, როგორი იქნებოდა ქერი ბრედშოუ 2020 წელს? რომელ ლუქს მოირგებდა? ამჯერად მაინც მიჰყვებოდა ტრენდებს, თუ მოდას ისევ ახალ სტანდარტებს დაუწესებდა?

ნახეთ თანამედროვე 5 ლუქი, რომელიც ქერის ძალიან მოეწონებოდა:

1. მამაკაცური პიჯაკი

დიახ, ეს ქერის ძალიან მოეწონებოდა. თანაც ღია, ნათელ ფერებში და ყვავილის ორნამენტებით. ხედავთ როგორ მიიჩქარის ნიუ-იორკის ყველაზე მოდური ქალი საყვარელ ბიბლიოთეკისკენ?

2. ფენებიანი კაბა

ფერადი, ქალური და მხიარული ზაფხულის ფენებიანი კაბა - ეს ნამდვილად ქერის ხელწერაა.

3. დიდი ზომის ჯინსები

თანაც მაღალ ქუსლებთან კომბინაციაში!

4. სანდლები მაღალ ქუსლზე

დიახ - მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ქერი გიჟდება ფეხსაცმელებზე, გიჟდება სანდლებზე და გიჟდება მაღალქუსლიან სანდლებზე!

5. ჩანთა, რომელზეც ყველა საუბრობს

ეს ჩანთა აუცილებლად იქნებოდა ქერის გარდერობში. ის მოდურია, განსხვავებულია და თანაც, ყველა ამ ჩანთაზე საუბრობს.