ვიკა კალანდიას თქმით, მისთვის ზაფხულის მთავარი ტრენდი J crew-ს ჩალის ქუდი და ჩანთაა. მსახიობი არ ცდება, რადგან პანდემიის დროს სახლში რამდენიმეთვიანი გამოკეტვის შემდეგ, კომფორტი ყველაზე მნიშვნელოვანია

- რას ნიშნავს შენთვის კარგად ჩაცმა, რომელია შენი საყვარელი სტილი?

- ჩემთვის მთავარია თავს კომფორტულად ვგრძნობდე. ჯინსი, კედები და მაისური - ეს არის ჩემი საყვარელი ყოველდღიური სტილი.

- არსებობს თუ არა “ოქროს წესები” ჩაცმისას?

- ვფიქრობ დღესდღეობით ჩაცმის წესები აქტუალური აღარ არის. ვიცმევთ იმას რაც მოგვწონს და გვიხდება. პირადად მე მომწონს როგორც ვინტაჟური ასევე თანამედროვე სტილი.

- იცოდი თუ არა J Crew-ს შესახებ ფოტოსესიამდე, როგორი წარმოდგენა გქონდა?

- რა თქმა უნდა, ვიცოდი და ჩემს გარდერობშიც მოიძებნება j Crew-ს ტანისამოსიც და ფეხსაცმელიც. მომწონს ამ ბრენდის დახვეწილი, თავისუფალი სტილი და ასევე ის რომ ძალიან კომფორტულია, რაც ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია.

- ურჩევ თუ არა ამ ბრენდის შეძენას სხვებს, რატომ უნდა აირჩიო J Crew?

- ვურჩევ ყველას ვისთვისაც კომფორტი და სილამაზე მნიშვნელოვანია.

- 5 რჩევა ზაფხულის ტანსაცმელისთვის, რომელიც ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს.

- ვფიქრობ ზაფხულის ლუქს აქსესუარი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. პირადად ჩემთვის წელს ჩემი ფავორიტი ნივთები J crew-ს ჩალის ქუდი და ჩანთა იქნება.