10 წყვილი წითელ ხალიჩაზე, რომლებმაც თავისი ჩაცმულობით საზოგადოება შოკირებული დატოვეს
- 09.07.2020
წითელი ხალიჩა - ეს გახლავთ ადგილი ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის, რომელიც მათ დიდებას ან კრახს ერთდროულად უწყობს ხელს. ლედი გაგას კვერცხისგულისფერი კაბა, ჯენიფერ ლოპესი ვერსაჩეს მნვანე კაბაში, არის მომენტები. რომელიც სამუდამოდ დარჩება ჰოლივუდის ისტორიას.
ამ შემთხვევაში წარმოგიდგენთ 15 ყველაზე გამორჩეულ წყვილს ჰოლივუდის ისტორიაში, რომლებმაც სწორედ წითელ ხალიჩაზე არცთუისე სასიამოვნოდ გააოცეს საზოგადოება.
1. ბრიტნი სპირსი და ჯასტინ თიმბერლეიკი
2001 წლის მუსიკალური ცერემონიალის დაჯილდოვებაზე ასეთი უცნაური ჩაცმულები წარსდგნენ. დეტალები, რომლითაც მათი ჩაცმულობა შედგებოდა, არაფრით არ შეეფერებოდა წითელ ხალიჩას.
2. ჯენიფერ ლოპესი და ფი დიდი
ჯეი ლო მაშინდელ რეპერ შეყვარებულთან ერთად მტვ- ცერემონიალზე ჩვეულებრივი მოცეკვავის ფორმაში მივიდა.
3. ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
არ გეჩვენებათ, 2014 წელს ბრიტანეთის კინოფესტივალის დაჯილდოვებაზე ანჯელინა მამაკაცის კოსტიუმით მივიდა.
4. ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი
2011 წელს ოსკარების დაჯილდოების შედგომ გამართულ ფართიზე მისული სელენა და ჯასტინი ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდნენ. ისინი სკოლის ბანკეტზე მისულ კურსდამთავრებულებს ჰგავდნენ.
5. უილ და ჯადა სმიტები
2007 წელს მსახიობთა გილდიის ცერემონიალზე მისულ ჯადა სმიტს გემ,ოვნებამ აშკარად უღალატა, თუმცა მეუღლე ყურადღებას არ აკლებდა.
6. ბიონსე და ჯეი ზი
2004 წელი მტვ-ს დაჯილდოების ცერემონიალზე მისული ჯეი ზის ქუდი და ჰალსტუზი ოქროს ქვებითაა მოჭედილი, თუმცა უკეთეს მდგომარეობაში არც მისი ცოლია.
7. კიმ კარდაშიანი და კენიე ვესტი
ნიუ -იორკში „თაიმ 100"-ის 2015 წლის გალა კონცერტზე შავ ფერში ჩაცმული კენიე ვესტისა და კიმ კარდაშიანის ფეხებთან კომიკოსი ემი შუმერი დაეცა. წყვილის წითელ ხალიჩაზე გამოჩენისთანავე მათთან ახლოს მყოფი ემი შუმერი განზრახ წაიქცა, რაზეც წყვილს რეაქცია არ ჰქონია.
8. ვიქტორია და დევიდ ბექჰემები თეთრებში - ეს ლუქი არც თუ ისე სასიამოვნო მოგონებაა წყვილისთვის
9. მადონა და მაიკლ ჯექსონი ოსკარზე, 1991 წელს - ამ ჩაცმულობაზეჰოლივუდში ორი კვირა საუბრობდნენ.
10. როუზი მაკგოუნი და მერილინ მანსონი - კომენტარი ზედმეტია
თემები: ვარსკვლავების ჩაცმულობა, ჩაცმულობა, დაჯილოება, ჰოლივუდი, ვარსკვლავები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია