ვერ იხსენებ, როდის იყავი ბედნიერი
გახსოვს ბოლოს როდის იგრძენი ნამდვილი ბედნიერება? ყოველდღიურად იღვიძებ, დგები და ჩვეულ რუტინას მიყვები? ეს გაბედნიერებს? თუ ყოველი დღისგან მხოლოდ იმას მოელი, რაც დაგეგმე? შენთვის ყოველი დღე, მხოლოდ გასაკეთებელი საქმეების მომდევნო გვერდია? დროდადრო ძალიან იღლები და შენში სხვა ადამიანი იწყებს ყვირილს?
შენ იმსახურებ ბედნიერებას. თუ იქ, სადაც ახლა ხარ, ბედნიერი არ ხარ, უნდა წამოხვიდე. აღიარე, რომ ადამიანი, ვისთანაც ხარ ან საქმე, რომელსაც აკეთებ, საკმარისი აღარ არის. პირველ ადგილზე შენი თავი უნდა დააყენო.
აღარ ბრწყინავ
თუ ძველი ფოტოების დათვალიერებისას, ერთ ძალიან დიდი სხვაობას ხედავ - ადრე შენი თვალები ბრწყინავდნენ, ახლა კი ჩამქრალია, მაშინ ცხოვრების გადაფასების დროა. თუ არ გაქვს მისწრაფება, მაშინ ცხოვრება მხოლოდ ცარიელი დღეებისგან შედგება. შეიძლება ეს სამსახურია, ან ადამიანი, რომლისთვისაც იბრძოლე და ახლა შენს გვერდითაა. მაგრამ ბოლო დროს, ისინი არ შთაგაგონებენ.
შეიძლება, ეს შესანიშნავი დროა დაემშვიდობო, გზა გააგრძელო და შენი თვალების დაკარგული ბრწყინვალება იპოვო. არ მისცე თავს უფლება ჩრდილად იქცე, მაშინ როდესაც მუდამ გინდოდა რაც შეიძლება მეტად გაგენათებინა სიბნელე.
ისეთი არ ხარ, როგორიც გინდოდა ყოფილიყავი
მიჰყევი საკუთარ ინტუიციას, მან იცის, რომ იმაზე უკეთესი ხარ, ვიდრე ახლა გგონია. ყველაფერს აქვს მიზეზი - თუ რატომ გრძნობ თავს არაკომფორტულად სამსახურში, რატომ შორდები ადამიანს და მერე ხელახლა ურიგდები, რატომ ტირი ღამღამობით - უბრალოდ, კარგად არ ხარ. ცხოვრებაში ზოგჯერ დგება მომენტები, როცა ყველაფერი, რასაც აკეთებ უაზრობა გეჩვენება. როდესაც შენი თავი გეჩვენება უაზრობა. არ იცი, იპოვი თუ არა ისეთ სამსახურს, სადაც ბედნიერი იქნები, კიდევ შეძლებ თუ არა სხვა ადამიანის შეყვარებას... ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ ყველაფრიდან არსებობს გამოსავალი.
ზოგჯერ ცვლილებები გაშინებს, მაგრამ იმ სიტუაციაში დარჩენა, სადაც კარგად არ ხარ, უფრო საშიშია. უნდა იპოვო ძალა, ამოძრავდე და სიარული განაგრძო, თუნდაც იმ გზაზე, რომელიც არ იცი, სად მიგიყვანს. არც ეს სამსახური და არც ეს ადამიანი არ გჭირდება ბედნიერებისთვის. ადამიანი დაბადებიდან ერთი მთლიანია და მასშია დამალული ბედნიერება. შენ საკმარისი ხარ - ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ. მიიღე ეს ფაქტი და გააგრძელე სვლა მომავლისკენ.
თემები: ფსიქოლოგია, ბედნიერება, ურთიერთობა, პრობლემები, ცხოვრება, ცხოვრების გაკვეთილები, ცხოველების სიყვარული
<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია