ოდრი ჰეპბერნი, „საუზმე ტიფანისთან“, 1961 წელი

როდესაც ჟივანშის კაბასა და გვირგვინში გამოწყობილი ოდრი ჰეპბერნი მეხუთე ავენიუზე „ტიფანის“ მაღაზიის წინ შეჩერდება, ჯერ კიდევ არ იცის, რომ ეს გახდება ლუქი, რომელზეც 60 წლის შემდეგაც კი ისაუბრებენ. ალბათ ესაა კაბა, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს.

ჯულია რობერტსი, „ლამაზმანი“, 1991 წელი

„ლამაზმანში“ ბევრ გამორჩეულ ლუქს შეხვდებით, მაგრამ წითელი კაბისა და თეთრი ხელთათმანების კომბინაცია, უბრალოდ დაუვიწყარია.

შერონ სტოუნი, „ძირითადი ინსტინქტი“, 2002 წელი

შეუძლებელია იფიქრო სექსუალურ თეთრ კაბაზე და შერონ სტოუნის ყველაზე ცნობილი სცენა არ გაგახსენდეს. ამ კაბამ ნამდვილად შექმნა „საბედისწერო ქალი“.

ენ ჰეთევეი, „ეშმაკი ატარებს პრადას“, 2006 წელი

მართალია ამ ფილმში ყველა ცნობილ მოდის სახლს შეხვდებით - გუჩი, ფენდი, პრადა, ... . მაგრამ შანელის მაღალწელიანი შავი ტყავის ჩექმები, უბრალოდ ფილმის სიმბოლოდ გადაიქცა.

კირა ნაითლი, „მონანიება“, 2007 წელი

აბრეშუმის მწვანე კაბა, რომელიც კირას ფილმის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში აცვია, ნამდვილად ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ლუქია. ამ კაბაზე ყველა ქალი ოცნებობს - მიზეზი კი მისი დაუვიწყარი ფერი, ფემინური სილუეტი და სინაზეა.