LIFE

7 ფრაზა, რომელსაც კარგი უფროსი არასოდეს იტყვის

7 ფრაზა, რომელსაც კარგი უფროსი არასოდეს იტყვის

7 ფრაზა, რომელსაც კარგი უფროსი არასოდეს იტყვის

„სხვას შენზე უკეთ შეუძლია საქმის შესრულება“

არასოდეს, არასოდეს შეადაროთ ერთი ადამიანი მეორეს! ამ ფრაზის მიზანი ან თანამშრომლის მოტივირებაა (რასაც ნამდვილად ვერ მოახერხებთ) ან მათი გალანძღვა (ასეთ უფროსს უნდა რცხვენოდეს).

7 ფრაზა, რომელსაც კარგი უფროსი არასოდეს იტყვის

„არ შემიძლია შენი შეფასება“

ამ სიტყვების მიღმა ვკითხულობთ - „ვერ შეგაფასებ, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს შენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე, არ ვიცი რას აკეთებ და საკმარის ყურადღებას ვერ ვაქცევ შენს შესრულებულ სამუშაოს“.

7 ფრაზა, რომელსაც კარგი უფროსი არასოდეს იტყვის

„რაში გჭირდება მიზეზები, უბრალოდ გააკეთე“

იცით რომ მიზეზის არ ცოდნა, ადამიანის მთავარი დემოტივატორია? გამოკითხულთა 58% აცხადებს, რომ სამსახურში მოტივაცია არ აქვთ, რადგან „არ იციან, რისთვის აკეთებენ კონკრეტულ დავალებას“.

7 ფრაზა, რომელსაც კარგი უფროსი არასოდეს იტყვის

„მე თავად გავაკეთებ“

დიახ, რა თქმა უნდა, შეგიძლია მარტო გაკეთება, ისევე, როგორც უკაცრიელ კუნძულზე შეგიძლია ცხოვრება. ამ სიტყვების უკან ისმის „მე შენზე უკეთ შემიძლია გაკეთება“ ან „კონტროლის გარეშე არ შემიძლია“ - რომელი უფრო უარესია, თქვენ აირჩიეთ.

7 ფრაზა, რომელსაც კარგი უფროსი არასოდეს იტყვის

„იმიტომ, რომ უფროსი მე ვარ?“

და რა? სინამდვილეში ის ადამიანი, ვინც ამ ციტატას ამბობს საკუთარ სისუსტეს მალავს. ასეთ უფროსს თანამშრომლები მხოლოდ იმიტომ აფასებენ, რომ იერარქიულად ზემდგომია და არა იმიტომ, რომ იმსახურებს.

7 ფრაზა, რომელსაც კარგი უფროსი არასოდეს იტყვის

„ეს შენი პრობლემაა“

არასწორია. თუ ჩვენ თანამშრომლები ვართ და შენ ჩემი უფროსი ხარ, მაშინ ეს ჩვენი პრობლემაა.

7 ფრაზა, რომელსაც კარგი უფროსი არასოდეს იტყვის

„ამისთვის დრო არ მაქვს“

სინამდვილეში ადამიანს არ უნდა, რომ დრო გამონახოს. სხვა შემთხვევაში აუცილებლად აგიხსნიდათ, რატომ არ სცალია ახლა და ალტერნატიულ დროს შემოგთავაზებდათ.

7 ფრაზა, რომელსაც კარგი უფროსი არასოდეს იტყვის



<a href="https://www.inc.com/">https://www.inc.com/</a>