ცნობილმა მსახიობმა ეს პროვინციული სახლი 2001 წელს შეიძინა და წლების განმავლობაში, ზღაპრულ ადგილად გააქცია. სოფელი სახლად ლე-პლან-დე-ლა-ტური, სამხრეთ საფრანგეთში მდებარეობს. ეს პატარა პროვინციული ადგილი სენ-ტროპედან 25 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ზაფხულის ვილა, სინამდვილეში, რამდენიმე ნაგებობას მოიცავს - მთავარი სახლი, რამდენიმე კოტეჯი სტუმრებისთვის, ძველი სამლოცველო, ბარი და რესტორანი, ფარდული და გარაჟი, მომსახურე პერსონალის სახლი და კიდევ უამრავი შენობაა.

მოკლედ, ეს არის მინი დამოუკიდებელი სოფელი, რომელიც მეპატრონეც არც მეტი და არც ნაკლები, „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მთავარი პერსონაჟია.

სახლის გადაკეთებაზე 10 მლნ $-ზე მეტი დაიხარჯა, შედეგად კი ძველი რესტორანი სასადილო ოთახად, ხოლო სამლოცველო სტუმრების სახლად გადაკეთდა.

საბოლოოდ, სახლში 12 საძინებელი ოთახი და ამდენივე სააბაზანო გაკეთდა.

არაფერს ვიტყვით აუზზე, ქვისა და ხის მასალის იდეალურ კომბინაციასა და პროვანსული ბუნების მშვენიერებაზე. ეს ნამდვილად ზღაპრული ადგილია!

2015 წელს ჯონი დეპის 26 მლნ $-ად შეფასებული პროვინციული სახლი ბაზარზე გასაყიდად აღმოჩნდა. მყიდველს სახლის გარდა, ავეჯსა და ჯონი დეპის საკუთრებაში არსებულ ნივთებს მიიღებდა.