სილამაზე

3 მთავარი შეცდომა სუნამოს გამოყენებისას, რომელსაც ყველა ქალი უშვებს

3 მთავარი შეცდომა სუნამოს გამოყენებისას, რომელსაც ყველა ქალი უშვებს

3 მთავარი შეცდომა სუნამოს გამოყენებისას, რომელსაც ყველა ქალი უშვებს

მხოლოდ იპკურე, არ შეიზილო

ეს მავნე ჩვევა ყველა ქალს ახასიათებს - საკმარისია სუნამო იპკუროთ და მომენტალურად, ამ ადგილის დაზელვას იწყებთ. გგონიათ უფრო დიდხანს შენარჩუნდება მდგრადი სურნელი?

3 მთავარი შეცდომა სუნამოს გამოყენებისას, რომელსაც ყველა ქალი უშვებს

სინამდვილეში ასე კანის ზედაპირი თბება, რაც ბუნებრივი ფერმენტების გამოყოფას აჩქარებს. ეს ფერმენტები ძალიან სწრაფად ცვლიან სურნელს, ძირითადად კი ზედა და საშუალო ნოტებს. მაგალითად, ყვავილები არომატი მთლიანად დაკარგავს მსუბუქ, ხალისიან არომატს.

მნიშვნელოვანია, სად ინახავთ სუნამოს

3 მთავარი შეცდომა სუნამოს გამოყენებისას, რომელსაც ყველა ქალი უშვებს

როდესაც საქმე სუნამოს შენახვას ეხება, გარემო გადამწყვეტი ფაქტორია. სუნამოს „არ უყვარს“ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება - სიცხიდან სიცივეში, ან პირიქით. ასეთი ცვლილება, ბუნებრივი ინგრედიენტების ქიმიურ რეაქციებზე ზემოქმედებს, შედეგად კი სუნამო მალე ძველდება და თქვენს ფავორიტ ტონებს კარგავს.
სუნამოს შესანახად იდეალურია მზის პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცული ადგილი, სადაც შენარჩუნებულია ოთახის ბუნებრივი ტემპერატურა.

საუკეთესო სუნამო ყოველთვის მცირე ზომის შეფუთვაშია

დიახ, ბოთლში არსებული ჟანგბადი ზემოქმედებას ახდენს არომატზე. რაც უფრო დიდია სუნამოს მოცულობა, მით მეტია ჟანბადის რაოდენობა, შედეგად კი სუნამო სულ მალე დაკარგავს ჩვეულ არომატს.

3 მთავარი შეცდომა სუნამოს გამოყენებისას, რომელსაც ყველა ქალი უშვებს

მაქსიმალურად შეეცადეთ, მცირე შეფუთვის სუნამოს მიანიჭოთ უპირატესობა.

3 მთავარი შეცდომა სუნამოს გამოყენებისას, რომელსაც ყველა ქალი უშვებს



<a href="https://www.vogue.com/">https://www.vogue.com/</a>