პრინცესა დიანას სტილის 8 საიდუმლო - ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
- 22.07.2020
ყელსაბამი ინიციალით
მართალია ქერი ბრედშოუს წყალობით, სახელობითი ყელსაბამი ძალიან პოპულარულ აქსესუარად გადაიქცა, თუმცა ეს მისი სტილის ექსკლუზიური ელემენტი სულაც არ არის. პრინცესა დიანა ჯერ კიდევ 80-იანებში ატარებდა ყელსაბამს საკუთარი სახელის ინიციალით.
ორი საათი ერთ ხელზე
ამ ლუქის უკან ნამდვილად რომანტიკული ისტორია იმალება: პრინცმა ჩარლზმა საკუთარი საათი პრინცესას ჩააბარა, როდესაც პოლოს თამაშობდა. ასე სპონტანურად დაბადებული იდეა კი, პრინცესას ხელწერად გადაიქცა.
სენტიმენტალური სამაჯური
პრინცესა ყველაზე საყვარელ სამაჯურზე, ორი ასოს - H-ს და W-ს ატარებდა, შვილების სახელების ინიციალებს. მოგვიანებით, პრინცთან ქორწინების 10 წლის იუბილეზე, სამაჯურზე დამატებით ასო - X გაჩნდა.
ბეჭედი ნეკა თითზე
ქორწინების პირველ წლებში, პრინცესა არასოდეს იშორებდა ნეკა თითის ბეჭედს. ის თამამად შეიძლება ჩაითვალოს ტრენდის ფუძემდებლად.
მარგალიტის ყელსაბამი
დიახ, ამ ძალიან მოდური, განსხვავებული და სექსუალური ტრენდის ავტორი სწორედ პრინცესა დიანაა.
განსხვავებული ხელთათმანები
სამეფო ოჯახის მკაცრი პროტოკოლის მიუხედავად, პრინცესა დიანა მუდამ ახერხებდა საკუთარი ინდივიდუალიზმის წარმოჩენას.
თვალის ფერადი ფანქარი
პრინცესა დიანა მხოლოდ მოდის აიკონი როდია, ის ასევე ნამდვილი სილამაზის ინფლუენსერია. აღსანიშნავია, რომ პრინცესა ხშირად უხამებდა ლურჯ ტანსაცმელსა და ამავე ტონის თვალს ფანქარს. შედეგად კი დაუვიწყარ ლუქებს ქმნიდა.
მოდური მხედველობის სათვალე
ცნობილი ფაქტია, რომ პრინცესა არ ატარებდა მხედველობის სათვალეს. გამოდის, რომ ეს მოდელი მხოლოდ ლუქისთვის მოირგო.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, რჩევები ქალებს, ჩაცმულობა, პრინცესები, პრინცესა დაიანა, დაიანა
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია