კირჩხიბი

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები მუდამ შეყვარებულები არიან, თანაც სიყვარულზე. ამ ადამიანებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ სხვებში კარგის დანახვა. ამიტომ მათთვის ადამიანის შეყვარება, ყველაზე ადვილია.

კირჩხიბებს ზუსტად ესმით საკუთარი ემოციური მდგომარეობა, ისინი არასოდეს მალავენ გრძნობებს და მათ ყველაზე სწრაფად შეუძლიათ აღიარონ, რომ შეუყვარდათ.

კურო

კურო ცნობისმოყვარე ნიშანია. როდესაც მის ყურადღებას ვიღაც იღბლიანი მიიპყრობს, კურო ვერ ითმენს და ერთბაშად ცდილობს ყველაფრის გაგებას. მათ სურთ უცებ გაიგონ, აქვთ თუ არა ემოციური კავშირები ამ ადამიანთან და შეუძლიათ თუ არა, ურთიერთობის აწყობა.

როგორც კი კუროების ინტერესისა და ძიების ეს მომენტები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება, უცებ ხვდებიან, რომ უკვე შეუყვარდათ.

სასწორი

სასწორებს ძალიან უყვართ ხალხმრავლობა, ამიტომ მათთვის ახალი ადამიანის გაცნობა პრობლემას არ წარმოადგენს. ისინი ცხოვრებაში ჰარმონიისკენ, ბალანსისკენ მიისწრაფვიან და ამიტომ, მუდამ ეძებენ მეორე ნახევარს წონასწორობოსთვის.

სასწორებისთვის სიყვარული ცხოვრების წესია, ის რაც ბედნიერი არსებობის აუცილებელი ელემენტია, ამიტომ ისინი მუდამ ეძებენ საყვარელ ადამიანს.