უბრალოდ გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ ხატვა არ შეგიძლიათ ან ხელოვნების ნიჭი არ გაქვთ, დაგვიჯერეთ, თუ შფოთსა და შიშს ჰყავხართ შეპყრობილი და დეპრესიაში ხართ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენი ცხოვრება სრულიად შეიცვლება.

თუ თქვენ რეგულარულად უჩივით ყურადღების ნაკლებობას, მოუსვენრობას, გაღიზიანებას, შფოთვას, სტრესს, იმედგაცრუებას, დეპრესიას, სიბრაზეს ან ემოციებს, აუცილებლად სცადეთ არტ-თერაპია... მას აქვს საოცრად პოზიტიური გავლენა ყურადღების კონცენტრირებაზე, მწუხარების გაფანტვაზე, სიბრაზის გამოხატვის შეკავებაზე.

არტთერაპია არის თქვენი შინაგანი აზრების, გრძნობების, მოგონებების და გამოცდილების გამოხატვის უსაფრთხო, შემოქმედებითი და თერაპიული პროცესია ხელოვნების ნებისმიერი ფორმით.

ჩვეულებრივ, არტ თერაპია მოიცავს ტექნიკას, როგორიცაა ხატვა, ფერწერა, ქანდაკება და ხელოვნების სხვა სახეობები, რომლებიც ხელს უწყობენ შინაგანი თვითშემეცნების, გაგებისა და ჰარმონიის შექმნას.

შედეგი:

  • აუმჯობესებს თვითშეფასებას
  • ხსნის სტრესსა და შფოთს
  • აუმჯობესებს ემოციური ინტელექტს
  • აუმჯობესებს ფსიქიკური ჯანმრთელობასა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევებს
  • აუმჯობესებს კომუნიკაციის უნარს
  • და ეს ყველაფერი უბრალოდ კალმის ქაღალდზე ჩამოსმით

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საოცრად მარტივი და ეფექტური არტ-თერაპიის იდეები და აქტივობები:

1. თუ სევდამ შეგიპყროთ, დახატეთ ცისარტყელა

2. წუხილის დროს - დაკავდით ორიგამიით

3. დაბნეულობისას - დახატეთ პეიზაჟი

4. გაბრაზებისას - გაავლეთ სხვადასხვა ფერის ხაზები

5. კონცენტრაციის დარღვევისას - დახატეთ სამიზნე

6. როცა არჩევანის გაკეთება გიჭირთ - დახატეთ წრეები

7. როდესაც რაღაც გაწუხებთ - დახატეთ სხვადასხვა ფერის ტალღები

8. განრისხებისას - დახიეთ ფურცლები

9. ნოსტალგიისას - დახატეთ ლაბირინთი

10. როდესაც სირთულეს თავს ვერ აღწევთ - გააკეთეთ პრობლემების კოლაჟი

11. დაბნეულობისას - დახატეთ მანდალა

12. როდესაც ცხოვრებაში წინ წასვლა გიჭირთ - ხატეთ სპირალები

13. როცა საკუთარ გრძნობებში ვერ გარკვეულხართ - დახატეთ საკუთარი თავი

14. სასოწარკვეთისას - ხატეთ გზები

15. როცა ფიქრებს თავს ვერ უყრით - დახატეთ სხვადასხვა ზომის უჯრები და გააფერადეთ