ყველა ქალში ერთნაირად ვერ გააღვიძებთ სექსის სურვილს, ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის ზოდიაქოს ნიშანს. თუ გინდათ, რომ ქალში სექსუალური სურვილები გამოიწვიოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები:

ვერძი

ვერძი სქესობრივ ცხოვრებაში გაუმაძღარია. მას მოსწონს, როცა სექსუალურ ფანტაზიებს პირდაპირ უზიარებენ. არ გამოიჩინოთ სიფრთხილე, მოკიდეთ ხელი, მიიზიდეთ თქვენსკენ და ვნებიანად აკოცეთ. ნუ მოაბეზრებთ თავს ფრაზებით, რომ საოცრად სექსუალურია, გაგიჟებთ ან მხურვალეა - ასეთ რაღაცებზე მხოლოდ ეცინება მას.

კურო

კუროსთვის სექსი ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური აქტი არ არის. მისთვის ინტიმური კავშირი სულიერ ერთიანობასთან ასოცირდება. კურო ქალი რომანტიკული საჩუქრებით უნდა აავსოთ. როცა კურო ლოგინში თქვენთან ერთად აღმოჩნდება, ენერგიით სავსე უნდა იყოთ. კარგად გამოიძინეთ წინა ღამეს, რადგან თუ კუროს პირველი სექსისას იმედი გაუცრუეთ, შეიძლება, მეორე შანსი აღარ მოგცეთ.

ტყუპები

ტყუპებს ინტელექტი აღაგზნებთ. ესაუბრეთ მას საინტერესო თემებზე, რათა დარწმუნდეს, რომ კრეატიული ადამიანი ხართ და სექსშიც ორიგინალურ იდეებს გამოამჟღავნებთ. ტყუპების სქესობრივი ცხოვრება თავგადასავლებითაა სავსე, მოსაწყენ კაცთან სექსს არასოდეს დათანხმდება.

კირჩხიბი

კირჩხიბი თავშეკავებული, ფრთხილი და კონსერვატულია, ამიტომ მისი სექსზე დათანხმება გაგიჭირდებათ. მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი, გაითვალისწინეთ რა მოსწონს თქვენს რჩეულს, აჩუქეთ ყვავილები, დეკორაციისთვის გამოიყენეთ სანთლები. ჩართეთ ინტიმური მუსიკა, იზრუნეთ პრივატული გარემოს შექმნისთვის. ამაში დაბალი შუქიც დაგეხმარებათ.

ლომი

არასოდეს ეცადოთ ლომის შეცდენას, ასე მხოლოდ გააქცევთ მას. აგრძნობინეთ, რომ საუკეთესოა. ლომი მესაკუთრეა, ამიტომ თავიდან ამოიგდეთ სხვა ქალები. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს ადვილად შეუძლია თქვენი მიტოვება, ამიტომ დააფასეთ ის რაც გაქვთ და დატკბით მისი ვნებით, თორემ ხმაურიანი და სკანდალური განშორება არ აგცდებათ.

ქალწული

ქალწული დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სურნელს. ეცადეთ, ყოველთვის სასიამოვნო არომატი გქონდეთ. ამ ნიშანს მოსწონს როცა თავს მნიშვნელოვან ადამიანად გრძნობს, ამიტომ სთხოვეთ სახლის ან ოფისის დალაგებაში დაგეხმაროთ. ქალწული ეცდება სრულყოფილი სიამოვნება მოგანიჭოთ სექსში, ამისთვის საკუთარ თავს არ დაზოგავს.

სასწორი

სასწორი ნებისმიერ საკითხში ბალანსს ეძებს. მან უნდა იგრძნოს, რომ ძლიერი მამაკაცი ხართ და თქვენი ნდობა ნამდვილად შეიძლება, რადგან გამოცდილი სექსუალური პარტნიორი სჭირდება.

მორიელი

მორიელზე ვნებიანი ქალის პოვნა ცხოვრებაში რთულია. ის ყოველთვის სექსის განწყობაზეა. შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ ერთადერთი ხართ, ვისაც მისი ადვილად გადარევა შეუძლია, თუმცა რეალურად საქმე მორიელის ტემპერამენტშია. თუ გსურთ, რომ მორიელი თქვენს ლოგინში აღმოჩნდეს, დომინანტობის საშუალება უნდა მისცეთ. დაიწყეთ უბრალო კოცნით. მორიელს სიამოვნებს პრელუდია.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი სექსში იუმორს აფასებს. მოიფიქრეთ ინტიმური და გონებამახვილი ხუმრობები, რათა მისი დაყოლიება შეძლოთ. დაიმახსოვრეთ, არ იაზროვნოთ ტრადიციულად. დაივიწყეთ სტანდარტული, ყველაზე გავრცელებული პოზიციები.

თხის რქა

ის ყოველთვის საკუთარ თავშია ჩაკეტილი. მისი გახსნა ძალიან რთულია. ჯერ ნაზად ხელზე მოეფერეთ... როცა იგრძნობთ, რომ კოცნისთვის მზად არის, მხოლოდ შემდეგ გადადით ტუჩებზე. არ იჩქაროთ ინტიმური აქტის დაწყება. მოესიყვარულეთ კისერზე, მხრებზე, ზურგზე.

მერწყული

ხერხი, რომელიც ნებისიერ ქალზე გაჭრის, მერწყულზე გავლენას არ მოახდენს. ამ ნიშნის ქალთან სპონტანურობა გმართებთ. აი, როდის არის, საჭირო საქმეზე გადასვლა, ამას მხოლოდ თავად უნდა მიხვდეთ.

თევზები

თევზები ჩვეულებრივ მეგობრულები და ეგოისტობას მოკლებული ქალები არიან. თუ მათ შეუყვარდით სექსისთვის განსაკუთრებული მანიპულაციები არ დაგჭირდებათ. ისინი უპრობლემოდ აღმოჩნდებიან თქვენს მკლავებში.