ის, რაც სუნამოზე არ იცოდით - 5 ოქროს წესი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
- 02.08.2020
სუნამო, რომელსაც ვირჩევთ ბევრს ამბობს ჩვენს შესახებ. თუმცა არსებობს ოქროს წესები, როგორ უნდა გამოვიყენოთ სუნამო - სხეულის რა ნაწილზე ვიპკუროთ, რათა მისი არომატი მთელი დღის განმავლობაში შევინარჩუნოთ.
იპკურეთ სუნამო მუხლების უკანა ნაწილზე
შესაძლოა ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ ერთხელ ცდით, აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით. ამ ადგილზე პულსაცია განსაკუთრებით ძლიერია, სწორედ ამიტომ, სუნამოს არომატის გასაფრქვევად, საუკეთესო ადგილად ითვლება. გაითვალისწინეთ, უმჯობესია სუნამო შხაპის შემდეგ, კანის დამატენიანებლის შემდეგ შეიპკუროთ.
შეიპკურეთ სუნამო ბარძაყების შიდა მხარეს
ეს მეორე უცნაური ადგილია სუნამოს შესაპკურებლად, მაგრამ სითბო მთელი დღის განმავლობაში გაააქტიურებს სუნამოს არომატს.
იპკურეთ სუნამო მკერდის შუა ნაწილში
თუ ამოღებული ზედატანი გაცვიათ, ეს ჯადოსნური ადგილი უნდა აუცილებლად გამოიყენოთ - სტაბილური და ძლიერი არომატი, მთელი დღის განმავლობაში გარანტირებულია.
იპკურეთ სუნამო მუცელზე
ტოპების შემთხვევაში, რეკომენდაცია მუცელს მიანიჭეთ. ასე რამდენიმე საათის განმავლობაში შეინარჩუნებთ ინტენსიურ არომატს.
არ იპკუროთ სუნამო იღლიაში; თვალთან ახლოს, ბიკინის ზონაზე და ხელზე
გაითვალისწინეთ, რომ ყველა სუნამო შეიცავს ალკოჰოლს. მისი გამოყენება ასეთ მგრძნობიარე ადგილებზე კი გაღიზიანებას, წვასა და სიწითლეს გამოიწვევს.
თემები: სუნამო
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია