რა არის სექსუალურობა? როდის არის ქალი ყველაზე მიმზიდველი? ამ კითხვებზე ბანალური პასუხების გარდა, არსებობს ყოველდღიური, უმნიშვნელო ქცევები, რომლებიც ძალიან, ძალიან სექსუალურია.

როდესაც ქალი ხელებს მაღლა სწევს, ზურგის გაჭიმვის მიზნით. ამ დროს, ზედატანი ძალიან ოდნავ ადის ზემოთ. მამაკაცები ამბობენ, რომ ეს ძალიან სექსუალურია;

როდესაც ქალი მამაკაცის თმებს ეხება - უსწორებს, უვარცხნის ან ეფერება;

როდესაც ქალი თმას ყურის უკან იწევს, ამ დროს კი მამაკაცს თვალებში უყურებს;

როდესაც ქალი მამაკაცის გვერდით ზის და მხარი ან მუხლი, მის მხარს და მუხლს უნებლიედ ეხება;

როდესაც ქალი მამაკაცს სათვალეს ხსნის და თავად იკეთებს;

როდესაც ქალი მამაკაცს ხელს ატოლებს, რათა დაინახოს სხვაობა, ხელების ზომას შორის;

როდესაც მამაკაცი ლეპტოპთან/კომპიუტერის ეკრანთან მუშაობს. ქალი ზურგიდან უახლოვდება და მონიტორისკენ იხრება;

როდესაც საზოგადოებაში ქალი მამაკაცის ხელს ეხება - ნებით ან უნებლიედ;

როდესაც ქალი 2 წუთზე მეტხანს უყურებს მამაკაცს თვალებში. ისინი ამბობენ, რომ თვალების ხანგრძლივი კონტაქტი საოცრად სექსუალურია;

და რა თქმა უნდა, როდესაც ცეკვავს. არაა აუცილებელი სექსუალურ მოძრაობებს ასრულებდეს, უბრალოდ საკმარისია მუსიკას გრძნობდეს და სულ ოდნავ, სხეულის მოძრაობას აყოლებდეს.