ცხოვრება ისეთია, როგორსაც შენ ქმნი
ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე. ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი არჩევანის გაკეთება. თუ ბედნიერი არ ხარ, უბრალოდ სხვა გზა აირჩიე - მიატოვე ყველაფერი და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყე.
გაზრდა - ეს ბედნიერებაა
როდესაც თინეიჯერი ხარ, 30 წელი ძალიან შორსაა. მაგრამ როდესაც ამ ასაკს მიაღწევ, ხვდები, რომ იყო ზრდასრული, ეს ბედნიერებაა. ამ ასაკში უკვე იცი, როგორ უნდა იცხოვორო საკუთარ თავთან კომფორტულად.
არაფერია მუდმივი
მეგობრები იცვლებიან, საყვარელი ადამიანები გვტოვებენ, ცხოვრებისეული სიტუაციები მუდმივად ერთმანეთს ენაცვლებიან. როგორი ბედნიერი ან უბედურიც არ უნდა იყო, დაიმახსოვრე - არაფერია მუდმივი და ესეც აუცილებლად გაივლის.
საკუთარ თავზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანია
საკუთარ თავზე ზრუნვა არ გულისხმობს მხოლოდ სახის ნიღბებსა და ცხელ აბაზანებს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, პირველ ადგილზე ყოველთვის შენი თავი დააყენო.
როდესაც უარს გეუბნებიან, ეს ტრაგედია არ არის
შიში იმისა, რომ შენზე უარს იტყვიან, ცხოვრების ძირითადი მამოძრავებელი ინსტინქტია. ნებისმიერი შიშის გადალახვით ხდები შენი თავის საუკეთესო ვერსია - იმაზე უკეთესი, ვიდრე ოდესმე გეგონა, რომ იქნებოდი.
შენ შეგიძლია გულისტკენა გადაიტანო
როდესაც გულს გტკენენ, ეს ყველაზე რთული პერიოდია. მაგრამ 30 წლის შემდეგ, უკვე იცი, რომ არ არსებობს ტკივილი, რომელსაც ვერ გადაიტან. დრო საუკეთესო მკურნალია.
ცხოვრება გაკვეთილია
არასოდესაა ყველაფერი ისე, როგორც გინდა. ცხოვრების მიზანიც ესაა, ისწავლო შეცდომებზე, განვითარდე და არასოდეს შეწყვიტო წინსვლა. ბედნიერება პროცესია და არა დანიშნულების ადგილი.
თემები: ასაკი, ცხოვრება, ცხოვრების გაკვეთილები, დაბრკოლებების გადალახვა, მიზანი, ემოციების მართვა, რჩევები
<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>